ავტორი: sommadmin3

ქართული ღვინის კონკურსი 2016 გამოცხადდა

საქართველოს სომელიეთა ასოციაციამ ქართული ღვინის კონკურსი 2016 გამოაცხადა საქართველოს სომელიეთა ასოციაცია, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით 2016 წლის სექტემბერში მართავს “ქართული ღვინის მე-3 ეროვნულ კონკურსს”. კონკურსზე პროფესიონალ ჟიურისთან ერთად (მეღვინეები, სომელიეები), ღვინოებს შეაფასებს “სახალხო ჟიური” – საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი სახეები. გამარჯვებული ღვინოები გამოვლინდება 17  ნომინაციაში: საუკეთესო ცქრიალა ღვინო; საუკეთესო თეთრი მშრალი ღვინო (ნებისმიერი თეთრი მშრალი, გარდა წინანდლის, მაგალითად, კრახუნა, კახური მწვანე და ა.შ.); საუკეთესო წინანდალი; საუკეთესო ქვევრის თეთრი ღვინო (ნებისმიერი თეთრი ღვინო, შექმნილი ქვევრში); საუკეთესო თეთრი ნახევრადტკბილი ღვინო; საუკეთესო ვარდისფერი ღვინო; საუკეთესო წითელი მშრალი ღვინო (გარდა საფერავისა და მუკუზანისა); საუკეთესო წითელი პრემიალური მშრალი ღვინო (გარდა საფერავისა და მუკუზანისა); საუკეთესო საფერავი;...

Read More

ყირგიზეთში 7 ქართული ადგილწარმოშობის ღვინო დარეგისტრირდა

ყირგიზეთში 7 ქართული ადგილწარმოშობის ღვინო დარეგისტრირდა – “ხვანჭკარა ”, “ტვიში ”, “ახაშენი ”, “წინანდალი ”, “მუკუზანი”, “ნაფარეული” და “ქინძმარაული ” შვიდ ქართულ ადგილწარმოშობის დასახელებაზე ყირგიზეთის საპატენტო უწყებამ სარეგისტრაციო მოწმობა გასცა. ხვანჭკარას, ტვიშის, ახაშენის, წინანდლის, მუკუზანის, ნაფარეულის და ქინძმარაულის დასახელებაზე განსაკუთრებული უფლება ყირგიზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე “ღვინის ეროვნულ სააგენტოს” მიენიჭა. “საქპატენტმა” ზემოაღნიშნულ ადგილწარმოშობის დასახელებებზე “ყირგიზპატენტში” განაცხადი 2014 წლის 31 მარტს შეიტანა. სავალდებულო პროცედურების გავლის შემდეგ, ყირგიზეთის რესპუბლიკის ადგილწარმოშობის დასახელების სახელმწიფო რეესტრში “ხვანჭკარაზე”, “ტვიშსა” და კიდევ 5 დასახალებაზე რეგისტრაციის ვადა 10 წლით, 2024 წლის 31 მარტამდე განისაზღვრა. ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვა როგორც ყირგიზეთში, ასევე სხვა ქვეყნებში გავლენას მოახდენს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, რეგიონის...

Read More

ღვინის მაგისტრები საქართველოში

საქართველო პირველად მასპინძლობს ღვინის მაგისტრების 21-კაციან ჯგუფს ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს ორგანიზებითა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 16 მარტს საქართველოს ოთხდღიანი ვიზიტით ეწვია 21 ღვინის მაგისტრი, რომლებიც მსოფლიოს 9 ქვეყანაში მოღვაწეობენ.   პირველი შეხვედრა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართა, სადაც ღვინის მაგისტრებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ ქართული ვაზისა და ღვინის კულტურასთან დაკავშირებულ უძველეს ნიმუშებს. ღვინის მაგისტრების ჯგუფის ხელმძღვანელმა, ლიზა გრანიკმა (აშშ) ეროვნულ მუზეუმში წარმოადგინა პრეზენტაციას ქართული ღვინის კულტურისა და მეღვინეობის დარგის შესახებ. სტუმრებს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი მიესალმა. „ღვინის მაგისტრების ასეთი ფართო შემადგენლობით ვიზიტი, კიდევ ერთი დასტურია, რომ ქართულ ღვინოზე ინტერესი სულ უფრო და უფრო იზრდება. მაგისტრების სტუმრობის მიზანია, რომ...

Read More

ქვევრი VIII ს ნაკურთხი წყლით

[:en]ყვარელში მერვე საუკუნის დროინდელი, ნაკურთხი წყლით სავსე ქვევრი აღმოაჩინეს   ყვარელში, მდინარე დურუჯის მარჯვენა ნაპირზე,რომელსაც დოლოჭოპის ნასახლარს ეძახიან, არქეოლოგებმა გვიანანტიკური და ადრეული შუა საუკუნეების ეპოქის ნასახლარი, V საუკუნით დათარიღებული ბაზილიკის ტიპის ტაძრის ნანგრევები აღმოაჩინეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ტაძრის შიდა ტერიტორიაზე, დაახლოებით მერვე საუკუნის დროინდელი ნაკურთხი წყლით სავსე ქვევრი ინახებოდა. ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი, პროფესორი ნოდარ ბახტაძე მედიასთან საუბრისას აღნიშნავს: „ქვევრი ტევადობით დაახლოებით ერთი ტონაა. როდესაც VIII საუკუნეში არაბთა შემოსევის შემდეგ ეკლესია დანგრეულა და კედლები ჩამოშლილა, ნაშალში მოყოლილი ქვევრი ბუნებრივად დაკონსერვებული სახით შემორჩა. არქოლოგიური კვლევებისას, მუშაობის დროს ნელ-ნელა ჩნდებოდა VIII საუკუნისთვის დამახასიათებელი ნივთებიც. 13 საუკუნის გაუხსნელ ქვევრში...

Read More

საფერავისათვის ექსკლუზიური ბოკალი

საფერავისათვის ექსკლუზიური ბოკალი ავსტრიელმა ოსტატმა შექმნა. საფერავის დასაგემოვნებლად ექსკლუზიური ბოკალი მსოფლიოს წამყვანმა ბრენდმა, 300 წლიანი ისტორიის მქონე ავსტრიულმა საგვარეულო კომპანია რიდელმა შექმნა. ამით საფერავი ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს მსოფლიოს 20-მდე წამყვანი ჯიშების ექსკლუზიური ბოკალების კოლექციაში. ბოკალის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ მოეწყო, სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტის შალვა ხეცურიანისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ლევან დავითაშვილის ინიციატივით. ღონისძიებას ესწრებიან სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი. „რამდენიმეწლიანი მოლაპარაკების შედეგად, რიდელის კომპანიასთან კონტრაქტი სომელიეთა ასოციაციამ გააფორმა და 2014 წლის ივნისში თბილისს ავსტრიული კომპანიის მეათე თაობის წარმომადგენელი, გეორგ რიდელი ესტუმრა. საქართველოში ჩატარებული დეგუსტაციების მიხედვით კი ბატონმა რიდელმა ჭიქის რამდენიმე ვერსია შემოგვთავაზა და საბოლოოდ...

Read More

სომელიეს სკოლა