ავტორი: sommadmin3

WSET-ის ღვინის კურსი თბილისსა და თელავში!

საქართველოს სომელიეთა ასოციაცია აცხადებს WSET-ის კურსს level 2, კურსი ჩატარდება ქ.თბილისსა და ქ.თელავში. თბილისი – 24, 25, 26, 27 და 28 თებერვალი, გამოცდა 7 მარტი. რეგისტრაციის ბოლო დღეა 30 იანვარი. თელავი – 2, 3, 4, 5 და 6 მარტი, გამოცდა 14 მარტი, რეგისტრაციის ბოლო დღეა 7 თებერვალი. საქართველოს სომელიეთა ასოციაცია (Georgian Sommelier Association), როგორც ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საგანმანათლებლო ორგანიზაციის (Wine and Spirits Education Trust – WSET) პროგრამების აკრედიტებული მიმწოდებელი საქართველოში და თბილისის ღვინის სკოლა (Tbilisi Wine School) აცხადებენ WSET Level 2 Award in Wines 2020 წლის კურსს საქართველოში. II დონის კურსის გავლისათვის, I დონის სერთიფიკატი სავალდებულო არ არის....

Read More

საქართველო ოფიციალურად დასახელდა კანდიდატ ქვეყანად, სადაც შეიძლება, ჩატარდეს კონკურსი „მსოფლიოს საუკეთესო სომელიე 2022“

საქართველო ოფიციალურად დასახელდა კანდიდატ ქვეყანად, სადაც შეიძლება, ჩატარდეს კონკურსი „მსოფლიოს საუკეთესო სომელიე 2022“ 5-8 ოქტომბერს საფრანგეთში, შამპანის აკვანში – ქალაქ რეიმსში – გაიმართა საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის (ASI) საიუბილეო, 50-ე გენერალური ასამბლეა. სიმბოლურია, რომ საერთაშორისო სომელიეთა ასოციაცია 50 წლის წინ სწორედ ამ ქალაქში დაფუძნდა. საიუბილეო ასამბლეის სხდომაზე საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტმა, შალვა ხეცურიანმა, წარადგინა განაცხადი, რომ კონკურსი „მსოფლიოს საუკეთესო სომელიე 2022“- საქართველოში ჩატარდეს. ასამბლეამ საქართველო კანდიდატ ქვეყანად უკვე ოფიციალურად დაასახელა. ამ პატივის მოსაპოვებლად საქართველოს მეტოქეები არიან: საფრანგეთი, ახალი ზელანდია და ლატვია. საბოლოო ხმის მიცემა 13 დეკემბერს გაიმართება.   ინფორმაციისთვის: მსოფლიოს საუკეთესო  სომელიეს გამოსავლენად ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარე 2019 წელს ბელგიის...

Read More

წარმოგიდგენთ WSET – ის (Level 2) კურსდამთავრებულებს

საქართველოს სომელიეთა ასოციაციის და თბილისის ღვინის სკოლის მიერ ჩატარებული WSET – ის (Level 2) კურსი ჩააბარა ათმა მსმენელმა და ისინი გახდნენ WSET – ის (Level 2) სერთიფიკატის მფლობელები. თითოეულმა მათგანმა საკმაოდ მაღალი ქულები მიიღო. ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ! მანუჩარ მესხიძე გიორგი ჩიკვაიძე თამარ მეტრეველი სოფიკო ზაუტაშვილი სალომე დოლიძე გიორგი ქადაგიშვილი კონსტანტინე ჭანტურია ქეთევან ყოჩიაშვილი ვანო ცერცვაძე გიორგი ფოცხვერაშვილი შეგახსენებთ, რომ WSET – ის (Level 2) შემდეგი სასწავლო კურსი ჩატარდება 2019 წლის 18-30 ნოემბერს.   Ten students have passed the WSET Course (Level 2) delivered by Georgian Sommelier Association and Tbilisi Wine School and were awarded with WSET (Level 2)...

Read More

ჩეხეთში, ქალაქ პრაღაში გაიმართება ფილმის “ღვინის ნულოვანი მერიდიანი” – ს ჩვენება

  24-25 მაისს, ჩეხეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქალაქ პრაღაში, ღვინის ფესტივალ “Prague drinks wine”-ს ფარგლებში გაიმართება ცნობილი ქართველი რეჟისორის, ნანა ჯორჯაძის ფილმის, “ღვინის ნულოვანი მერიდიანი”-ს, ჩვენება. ფილმი გადაღებულია საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და “მარანი ხეცურიანი”-ს ფინანსური მხარდაჭერით.   მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ პრაღის ღვინის ფესტივალზე საქართველო წარმოდგენილი იქნება საპატიო სტუმრის სტატუსით.       #festivalautentickychvin #embassyofgeorgiatotheczechrepublic #georgiansommelierassociation #nationalwineagency #tbilisiwineschool #khetsurianiwinery...

Read More

საქართველოს სომელიეთა ასოციაცია აცხადებს WSET-ის კურსებს. LEVEL 2

საქართველოს სომელიეთა ასოციაცია (Georgian Sommelier Association), როგორც ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საგანმანათლებლო ორგანიზაციის (Wine and Spirits Education Trust – WSET) პროგრამების აკრედიტებული მიმწოდებელი საქართველოში და თბილისის ღვინის სკოლა (Tbilisi Wine School) აცხადებენ WSET Level 2 Award in Wines and Spirits 2019 წლის კურსებს საქართველოში. WSET-ის სერტიფიკატი ღვინოსა და ალკოჰოლურ სასმელებში საერთაშორისოდ აღიარებული კვალიფიკაციაა და შექმნილია ალკოჰოლური სასმელების როგორც პროფესიონალებისთვის, ასევე – დამწყებებისთვის, რომელთაც სურთ, გაიღრმავონ ცოდნა ალკოჰოლური სასმელების შესახებ. კურსი გათვლილია მომავალი სომელიეებისთვის, ღვინის წარმოების, გაყიდვების, სასტუმრო თუ სარესტორნო ბიზნესში მოღვაწე პროფესიონალებისა თუ ენთუზიასტებისთვის, რომელთაც სურთ, უფრო სტრუქტურულად შეისწავლონ ღვინო და სხვა ალკოჰოლური სასმელები. სომელიეს სტატუსის მინიჭების შესახებ ინფორმაცია იხილეთ საიტზე Georgian...

Read More

სომელიეს სკოლა