ავტორი: sommadmin3

პირველად საქართველოს ისტორიაში, ჩატარდა კონკურსი “საქართველოს საუკეთესო სომელიე 2018”

საქართველოს სომელიეთა ასოციაციისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, „ღვინობის თვის“ ფარგლებში, 20-21 ოქტომბერს, საქართველოში პირველად გაიმართა კონკურსი  „საქართველოს საუკეთესო სომელიე – 2018“. კონკურსში მონაწილეობდნენ ის პროფესიონალი სომელიეები, რომელთაც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ ოფიციალურად აქვთ მინიჭებული სომელიეს ან ასისტენტ სომელიეს სტატუსი. კონკურსს ჰყავდა მაღალკვალიფიციური ჟიური, მათ შორის – უცხოური, ხოლო თავმჯდომარე იყო საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი, “მარანი ხეცურიანი”-ს დამფუძნებელი, ბატონი შალვა ხეცურიანი. 20 ოქტომბერს შედგა ფინალისტების შესარჩევი ტური, რომლის შედეგადაც 10 სომელიედან ფინალში გადავიდა – სამი.  ხოლო ფინალი გაიმართა 21 ოქტომბერს Republic Event Hall-ში, სადაც გამოვლინდა  2018 წლის საქართველოს საუკეთესო სომელიე....

Read More

სომელიეს სკოლა