ავტორი: sommadmin3

ღვინის მაგისტრები საქართველოში

საქართველო პირველად მასპინძლობს ღვინის მაგისტრების 21-კაციან ჯგუფს ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს ორგანიზებითა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 16 მარტს საქართველოს ოთხდღიანი ვიზიტით ეწვია 21 ღვინის მაგისტრი, რომლებიც მსოფლიოს 9 ქვეყანაში მოღვაწეობენ.   პირველი შეხვედრა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართა, სადაც ღვინის მაგისტრებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ ქართული ვაზისა და ღვინის კულტურასთან დაკავშირებულ უძველეს ნიმუშებს. ღვინის მაგისტრების ჯგუფის ხელმძღვანელმა, ლიზა გრანიკმა (აშშ) ეროვნულ მუზეუმში წარმოადგინა პრეზენტაციას ქართული ღვინის კულტურისა და მეღვინეობის დარგის შესახებ. სტუმრებს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი მიესალმა. „ღვინის მაგისტრების ასეთი ფართო შემადგენლობით ვიზიტი, კიდევ ერთი დასტურია, რომ ქართულ ღვინოზე ინტერესი სულ უფრო და უფრო იზრდება. მაგისტრების სტუმრობის მიზანია, რომ...

Read More

ქვევრი VIII ს ნაკურთხი წყლით

[:en]ყვარელში მერვე საუკუნის დროინდელი, ნაკურთხი წყლით სავსე ქვევრი აღმოაჩინეს   ყვარელში, მდინარე დურუჯის მარჯვენა ნაპირზე,რომელსაც დოლოჭოპის ნასახლარს ეძახიან, არქეოლოგებმა გვიანანტიკური და ადრეული შუა საუკუნეების ეპოქის ნასახლარი, V საუკუნით დათარიღებული ბაზილიკის ტიპის ტაძრის ნანგრევები აღმოაჩინეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ტაძრის შიდა ტერიტორიაზე, დაახლოებით მერვე საუკუნის დროინდელი ნაკურთხი წყლით სავსე ქვევრი ინახებოდა. ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი, პროფესორი ნოდარ ბახტაძე მედიასთან საუბრისას აღნიშნავს: „ქვევრი ტევადობით დაახლოებით ერთი ტონაა. როდესაც VIII საუკუნეში არაბთა შემოსევის შემდეგ ეკლესია დანგრეულა და კედლები ჩამოშლილა, ნაშალში მოყოლილი ქვევრი ბუნებრივად დაკონსერვებული სახით შემორჩა. არქოლოგიური კვლევებისას, მუშაობის დროს ნელ-ნელა ჩნდებოდა VIII საუკუნისთვის დამახასიათებელი ნივთებიც. 13 საუკუნის გაუხსნელ ქვევრში...

Read More

საფერავისათვის ექსკლუზიური ბოკალი

საფერავისათვის ექსკლუზიური ბოკალი ავსტრიელმა ოსტატმა შექმნა. საფერავის დასაგემოვნებლად ექსკლუზიური ბოკალი მსოფლიოს წამყვანმა ბრენდმა, 300 წლიანი ისტორიის მქონე ავსტრიულმა საგვარეულო კომპანია რიდელმა შექმნა. ამით საფერავი ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს მსოფლიოს 20-მდე წამყვანი ჯიშების ექსკლუზიური ბოკალების კოლექციაში. ბოკალის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ მოეწყო, სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტის შალვა ხეცურიანისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ლევან დავითაშვილის ინიციატივით. ღონისძიებას ესწრებიან სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი. „რამდენიმეწლიანი მოლაპარაკების შედეგად, რიდელის კომპანიასთან კონტრაქტი სომელიეთა ასოციაციამ გააფორმა და 2014 წლის ივნისში თბილისს ავსტრიული კომპანიის მეათე თაობის წარმომადგენელი, გეორგ რიდელი ესტუმრა. საქართველოში ჩატარებული დეგუსტაციების მიხედვით კი ბატონმა რიდელმა ჭიქის რამდენიმე ვერსია შემოგვთავაზა და საბოლოოდ...

Read More

ღვინის მასტერკლასი ქართველი ელჩების მეუღლეებისათვის

ღვინის საპატიო ელჩის მასტერკლასი ქართველი ელჩების მეუღლეებისათვის   საქართველოში მიმდინარე ამბასადორიალის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრის დირექტორის, მაია ყიფშიძის ინიციატივით, სამინისტროში გაიმართა ქართული ღვინოების მასტერკლასი და დეგუსტაცია, ქართველი ელჩების მეუღლეებისათვის. მასტერკლასს უძღვებოდა საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი, ქართული ღვინის საპატიო ელჩი, შალვა ხეცურიანი.   მასტერკლასში 36 ქართველი ელჩის (სლოვენია, ავსტრალია, ამერიკა, ირანი, არგენტინა, ჩინეთი, დანია, მოლდოვა, ყაზახეთი, სლოვაკეთი, სომხეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი, სამხრეთ აფრიკა, გერმანია, თურქეთი, საბერძნეთი, ნორვეგია, ბრაზილია, კანადა, იტალია, რუმინეთი, კვიპროსი და სხვა) მეუღლე მონაწილეობდა. ქალბატონებმა დააჭაშნიკეს თეთრი და წითელი მშრალი ღვინოები:„წინანდალი“, „რქაწითელი“, „საფერავი“ და ნახევრად ტკბილი წითელი ღვინო „ქინძმარაული“. შალვა ხეცურიანი მათ ასევე ესაუბრა ქართული ღვინის 8ათასწლოვან...

Read More

ქართული ღვინის მე-2 ეროვნული კონკურსის გამარჯვებულები

[:en] წინასაახალწლოდ „ქართული ღვინის მე-2 ეროვნული კონკურსი 2015“- ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ 2015 წლის 23 დეკემბერს საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული ,,ქართული ღვინის მე-2 ეროვნული კონკურსი 2015” – ის საზეიმო დაჯილდოება გაიმართა. ხსენებული კონკურსი მეორე წელია, ღვინის ეროვნული სააგენტოს, თბილისის მერიისა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერით ხორციელდება._   საქართველოს სომელიეთა ასოციაციამ გამარჯვებულ ღვინოთა გამოსავლენად 300-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლა. ანსამბლ ,,შვიდკაცა”-ს, ეკა მამალაძის, ნატო მეტონიძისა და დუეტ ,,ასეა სულ”-ის ცოცხალმა შესრულებამ საზეიმო საღამოს მართლაც განსაკუთრებული ელფერი შესძინა.   დაჯილდოების ცერემონია (რეჟისორი – ზაალ ჩიქობავა, სცენარის ავტორი – გურანდა იაშვილი) მაკა მახარაძის საბალეტო საბავშვო სტუდია ,,ვერისუბნის” და მუსიკალური სტუდია „ანა-ბანა“-ს (ხელმძღვანელი ზვიად...

Read More

სომელიეს სკოლა