ავტორი: Nato Gubeladze

კაცი, რომლსაც ვაზი ძლიერ უყვარდა

საფრანგეთი. ფრანგული რესტორანი და რესტორანში ქართველები. სტუმრებიდან ერთ-ერთი ღვინოს ირჩევს აპელასიონისა და მოსავლის მიხედვით და უკვეთავს. ცოტა ხანში კიდევ ერთი ბოთლის მოტანას სთხოვენ სომელიეს. ბოლო ბოთლიც იცლება და რესტორნიდან გამოსვლის დროს დამკვეთი სომელიეს ყურში უჩურჩულებს: „ბოლო ბოთლი იგივე ღვინო კი იყო, მაგრამ არა იგივე მოსავლის“. სომელიე თავს დამნაშავედ გრძნობს, რომ საქმის კურსში არ ჩააყენა მომხმარებელი… ქართველი, რომლმაც სომელიეს ბოდიშები ახდევინა, თამაზ კანდელაკი იყო. თამაზ კანდელაკს იცნობდნენ საქართველოშიც და საზღვარგარეთაც. „იგი უნიკალურია, მისი პირის ღრუ მთელი ლაბორატორიაა“ – ამბობდა ფრანგი ღვინის ექსპერტი პიერ პრანგე თამაზ კანდელაკზე. ამ ლაბორატრიას კი ერთი ნიუანსიც არ გამეოპარებოდა ღვინის შეფასების დროს. თამაზ კანდელაკის პროფესიონალიზმზე უცხოელები ჯერ...

Read More

პირველად საქართველოში „მეტყველი სასმისები“-ს  გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

პირველად საქართველოში, ოქროულობის და ანტიკვარიატის სალონი „დიადემა“ , ღვინის კომპანია „გიუაანი“-ს მხარდაჭერითა და პარტნიორობით, ძველი ქართული სასმისების გამოფენას მასპინძლობს, სახელწოდებით – „მეტყველი სასმისები“. გამოფენაზე წარმოდგენილია ძველი ქართული კულტურული მემკვიდრეობიდან შემორჩენილი და კერძო კოლექციებში დაცული სასმისების უნიკალური და ორიგინალური ეგზემპლარები, რომელთა ანალოგებიც არ მოიპოვება. აღნიშნული გამოფენა მიზნად ისახავს ქართული კულტურული მემკვიდრეობის წამოჩენას და პოპულარიზაციას საზოგადოების ფართო ფენებს შორის. აქ თქვენ შეხვდებით ვანო სარაჯიშვილის, დავით დადიანის, ალექსანდრე დადეშქელიანის და სხვა ცნობილი პიროვნებებისადმი მიძღვნილ ექსკლუზიურ სასმისებს. გაეცნობით მათ კულტურულ ღირებულებებს და სურვილის შემთხვევაში, შეგეძლებათ კიდეც მათი შეძენა. გამოფენა 9 დეკემბერს გაიხსნა და 16 დეკემბრამდე გრძელდება. ამ უნიკალური გამოფენის დასათვალიერებლად მისულებს, სალონ „დიადემას“...

Read More

მამუკა ხაზარაძე: „ქართულ ღვინოზე რომ ვისაუბროთ დღეს, უნდა ვიცოდეთ ჩვენი კულტურის საწყისები“

   ისტორიული მესხური ტერასების აღდგენა უტოპიიდან რეალობად იქცა, უძველესი მესხური ვაზის ჯიშების გაშენების პროცესი დაიწყო და ამ საქმეში „ლომის წილი“ თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, ბატონ მამუკა ხაზარაძეს ეკუთვნის. სწორედ ამიტომ, ამ უნიკალური პროექტისა და, საერთოდ, ქართული ღვინის პერსპექტივებზე ჩვენ მამუკა ხაზარაძეს ექსკლუზიურად ვესაუბრეთ. ბატონო მამუკა, თქვენთვის ღვინის თემა უცხო არ არის… ჟურნალ „ღვინო“-სთვის მოცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვენ ამბობთ: „ღვინით მაშინ დავინტერესდი, როცა მუხრანბატონის სასახლე ვნახე. რომ არ შევხებოდი ამ ისტორიას, რაც მუხრანში დამხვდა, ღვინის თემაში ისე არ შევიდოდი“… ამჯერად მესხური ტერასების აღდგენას იწყებთ, აქ რა არის თქვენი მოტივაცია, რამ გადაგაწყვეტინათ ამ საქმეში წვლილის შეტანა? ბორჯომის პროექტზე მუშაობისას ხშირად...

Read More

მესხური ტერასების ახალი სიცოცხლე

სამცხე-ჯავახეთში, ხიზაბავრის  ისტორიულ მესხურ ტერასებს სიცოცხლე უბრუნდებათ. ტერასების პირველი 12 ჰა უკვე აღდგენილია. აქ მესხური ვაზის 18 უიშვიათესი ჯიში გაშენდება, ნახევარი მილიონის ინვესტიცია ჩაიდება, რაც ამ რეგიონში მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიულ მიმართულებას კვლავ ააღორძინებს. საქართველოს ამ უძველეს და ულამაზეს მხარეში ვაზის მოშენებასა და ღვინის დაყენებას უდიდეს  ყურადღებას რომ  უთმობდნენ, ამაზე არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი ძველისძველი ქვევრები და მარნებიც მეტყველებს.  ივანე ჯავახიშვილის ჩანაწერების მიხედვით ცნობილია, რომ „ამ ადგილების  მთაგორიანობა და მიწის სიმცირე ჩვენს წინაპარს აიძულებდა, ვენახები უმთავრესად ხელოვნურად დაბაქნებულ, მოვაკებულ ნიადაგებზე გაეშენებინათ”. 10 წელია, რაც მესხური ტერასების აღდგენის იდეის განხორციელებისთვის უნიკალურ ვაზის ჯიშებს მთელ საქართველოში აგროვებს აქაური მკვიდრი, გიორგი ნათენაძე, თუმცა ტერასების აღდგენის...

Read More

რა ხიბლავთ იაპონელებს ქართულ ღვინოში

ქართული ღვინისადმი ინტერესი იაპონიაში თანდათან იზრდება. იაპონია 2014 წლიდან განსაკუთრებით გამოიკვეთა, როგორც ქართული ღვინის ექსპორტისთვის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი ბაზარი. ამას, ბუნებრივია, ხელს უწყობს  ქართული ღვინის კომპანიების მონაწილეობა საერთაშორისო გამოფენებში, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით. მათ შორის – ტოკიოში.  სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, სარეალიზაციო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, ბოლო  ორი წლის მანძილზე, იაპონიაში გამართულ მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენებზე ქართული ღვინო უკვე მეხუთედ იყო წარმოდგენილი. ამჯერად,  სულ რამდენიმე დღის წინ  იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში საერთაშორისო გამოფენა ,,Wine and Gourmet Japan 2016” გაიმართა და აქ   ქართული ღვინის მწარმოებელი რვა კომპანია მონაწილეობდა: „თბილღვინო“, „ვაინმენი“, „ბაგრატიონი 1882“, „ქინძმარაული“, „წერეთლის ღვინისა და ალკოჰოლური...

Read More