ავტორი: Nato Gubeladze

ვისკი "ნატიფი ალქაჯი"

ვისკი – ნატიფი ალქაჯი პარფიუმერი ვისკის კლუბის წევრი გიგა ხატიაშვილი წარმოგიდგენთ ვისკის: Speyburn ამ რუბრიკის პირველ კარს ჩუმად შევაღებდი, რადგან საუბარი საკმაოდ მაგარ და დაუნდობელ სასმელს შეეხება. ეს ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სასმელის სახეობა – ერთალაოიანი შოტლანდიური ვისკია. ახალბედა მომხმარებლის წარმოსახვაში ვისკი საკმაოდ მძაფრი და უხეში სასმელია. ამ აზრის გასაბათილებლად ვისკის მდიდარი სამყაროს გაცნობას შოტლანდიის მთაში დავარგებულ და მდინარე სპეის წყალზე დაყენებულ ათწლიან Speyburn-ითშემოგთავაზებდით. ეს სასმელი სათაურში “ნატიფალქაჯად” მოვიხსენიე… დიახ, ნატიფ და თანაც, – ალქაჯად… მის სხეულში ალკოჰოლის მოცულობითი წილი ტრადიციულ 40%-სშეადგენს. ამ ვისკის გაცნობას ახალგაზრდა, ნატიფ და ზრდილობიან ქალბატონთან ურთიერთობას შევადარებდი. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ახალგაზრდა ქალბატონს ყვავილოვანი...

Read More

ღვინის საპატიო ელჩის მასტერკლასი ქართველი ელჩების მეუღლეებისათვის

საქართველოში მიმდინარე ამბასადორიალის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრის დირექტორის, მაია ყიფშიძის ინიციატივით, სამინისტროში გაიმართა ქართული ღვინოების მასტერკლასი და დეგუსტაცია, ქართველი ელჩების მეუღლეებისათვის. მასტერკლასს უძღვებოდა საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი, ქართული ღვინის საპატიო ელჩი, შალვა ხეცურიანი. მასტერკლასში 36 ქართველი ელჩის (სლოვენია, ავსტრალია, ამერიკა, ირანი, არგენტინა, ჩინეთი, დანია, მოლდოვა, ყაზახეთი, სლოვაკეთი, სომხეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი, სამხრეთ აფრიკა, გერმანია, თურქეთი, საბერძნეთი, ნორვეგია, ბრაზილია, კანადა, იტალია, რუმინეთი, კვიპროსი და სხვა) მეუღლე მონაწილეობდა. ქალბატონებმა დააჭაშნიკეს თეთრი და წითელი მშრალი ღვინოები:„წინანდალი“, „რქაწითელი“, „საფერავი“ და ნახევრად ტკბილი წითელი ღვინო „ქინძმარაული“. შალვა ხეცურიანი მათ ასევე ესაუბრა ქართული ღვინის 8ათასწლოვან ისტორიასა და კულტურაზე, დაწურვის ტექნოლოგიებსა თუ მის თავისებურებებზე, ქართულ...

Read More

სომელიე მაგდა დეისაძე წარმოგიდგენთ “ბადაგონის” ღვინოს “კახური წარჩინებული”

პარფიუმერი “კახური წარჩინებული” კომპანია “ბადაგონის” პრემიუმ კლასის თეთრი მშრალი ღვინოა. იგი დამზადებულია კლასიკური მეთოდით, ალავერდის ზონაში დაკრეფილი რქაწითელისგან. ჯიში: 100% რქაწითელი (თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში, უხვმოსავლიანი, საშუალო ან საშუალოზე საგვიანო პერიოდისაა); ფერი: ჩალისფერი, მკრთალი ოქროსფერი სხივებით; არომატი: თავდაპირველად იგრძნობა ყვავილების არომატი, რასაც მოსდევს თეთრი ხილი (ვაშლი, მსხალი, ნესვი), მცირე დაყოვნების შემდეგ ღვინო იხსნება, ვითარდება და წარმოიქმნება სანელებლებისა და მშრალი ხილის (ჩირი) ნაზი არომატი; გემო: ოდნავ გამოხატული მჟავიანობა ღვინოს სძენს ხალასს და ცოცხალ ხასიათს. ღვინო მდიდარია ხილის გემოთი. დასრულებული, დაბალანსებულია ხანგრძლივი დაბოლოებით; კერძთან შეხამება: “კახური წარჩინებული” (თეთ. მშ) – საუკეთესო მეწყვილე იქნება ბოსტნეულისგან დამზადებულ კერძებთან, თეთრ ხორცთან (ქათამი, კურდღელი და...

Read More

სომელიეს სკოლა