თვე: იანვარი 2016

საფერავისათვის ექსკლუზიური ბოკალი

საფერავისათვის ექსკლუზიური ბოკალი ავსტრიელმა ოსტატმა შექმნა. საფერავის დასაგემოვნებლად ექსკლუზიური ბოკალი მსოფლიოს წამყვანმა ბრენდმა, 300 წლიანი ისტორიის მქონე ავსტრიულმა საგვარეულო კომპანია რიდელმა შექმნა. ამით საფერავი ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს მსოფლიოს 20-მდე წამყვანი ჯიშების ექსკლუზიური ბოკალების კოლექციაში. ბოკალის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ მოეწყო, სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტის შალვა ხეცურიანისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ლევან დავითაშვილის ინიციატივით. ღონისძიებას ესწრებიან სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი. „რამდენიმეწლიანი მოლაპარაკების შედეგად, რიდელის კომპანიასთან კონტრაქტი სომელიეთა ასოციაციამ გააფორმა და 2014 წლის ივნისში თბილისს ავსტრიული კომპანიის მეათე თაობის წარმომადგენელი, გეორგ რიდელი ესტუმრა. საქართველოში ჩატარებული დეგუსტაციების მიხედვით კი ბატონმა რიდელმა ჭიქის რამდენიმე ვერსია შემოგვთავაზა და საბოლოოდ...

Read More

ღვინის მასტერკლასი ქართველი ელჩების მეუღლეებისათვის

ღვინის საპატიო ელჩის მასტერკლასი ქართველი ელჩების მეუღლეებისათვის   საქართველოში მიმდინარე ამბასადორიალის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრის დირექტორის, მაია ყიფშიძის ინიციატივით, სამინისტროში გაიმართა ქართული ღვინოების მასტერკლასი და დეგუსტაცია, ქართველი ელჩების მეუღლეებისათვის. მასტერკლასს უძღვებოდა საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი, ქართული ღვინის საპატიო ელჩი, შალვა ხეცურიანი.   მასტერკლასში 36 ქართველი ელჩის (სლოვენია, ავსტრალია, ამერიკა, ირანი, არგენტინა, ჩინეთი, დანია, მოლდოვა, ყაზახეთი, სლოვაკეთი, სომხეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი, სამხრეთ აფრიკა, გერმანია, თურქეთი, საბერძნეთი, ნორვეგია, ბრაზილია, კანადა, იტალია, რუმინეთი, კვიპროსი და სხვა) მეუღლე მონაწილეობდა. ქალბატონებმა დააჭაშნიკეს თეთრი და წითელი მშრალი ღვინოები:„წინანდალი“, „რქაწითელი“, „საფერავი“ და ნახევრად ტკბილი წითელი ღვინო „ქინძმარაული“. შალვა ხეცურიანი მათ ასევე ესაუბრა ქართული ღვინის 8ათასწლოვან...

Read More

ღვინის საპატიო ელჩის მასტერკლასი ქართველი ელჩების მეუღლეებისათვის

საქართველოში მიმდინარე ამბასადორიალის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრის დირექტორის, მაია ყიფშიძის ინიციატივით, სამინისტროში გაიმართა ქართული ღვინოების მასტერკლასი და დეგუსტაცია, ქართველი ელჩების მეუღლეებისათვის. მასტერკლასს უძღვებოდა საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი, ქართული ღვინის საპატიო ელჩი, შალვა ხეცურიანი. მასტერკლასში 36 ქართველი ელჩის (სლოვენია, ავსტრალია, ამერიკა, ირანი, არგენტინა, ჩინეთი, დანია, მოლდოვა, ყაზახეთი, სლოვაკეთი, სომხეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი, სამხრეთ აფრიკა, გერმანია, თურქეთი, საბერძნეთი, ნორვეგია, ბრაზილია, კანადა, იტალია, რუმინეთი, კვიპროსი და სხვა) მეუღლე მონაწილეობდა. ქალბატონებმა დააჭაშნიკეს თეთრი და წითელი მშრალი ღვინოები:„წინანდალი“, „რქაწითელი“, „საფერავი“ და ნახევრად ტკბილი წითელი ღვინო „ქინძმარაული“. შალვა ხეცურიანი მათ ასევე ესაუბრა ქართული ღვინის 8ათასწლოვან ისტორიასა და კულტურაზე, დაწურვის ტექნოლოგიებსა თუ მის თავისებურებებზე, ქართულ...

Read More

სომელიეს სკოლა