Exclusive Glass for Saperavi

საფერავისათვის ექსკლუზიური ბოკალი ავსტრიელმა ოსტატმა შექმნა. საფერავის დასაგემოვნებლად ექსკლუზიური ბოკალი მსოფლიოს წამყვანმა ბრენდმა, 300 წლიანი ისტორიის მქონე ავსტრიულმა საგვარეულო კომპანია რიდელმა შექმნა. ამით საფერავი ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს მსოფლიოს 20-მდე წამყვანი ჯიშების ექსკლუზიური ბოკალების კოლექციაში. ბოკალის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ მოეწყო, სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტის შალვა ხეცურიანისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ლევან დავითაშვილის ინიციატივით. ღონისძიებას ესწრებიან სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი. „რამდენიმეწლიანი მოლაპარაკების შედეგად, რიდელის კომპანიასთან კონტრაქტი სომელიეთა ასოციაციამ გააფორმა და 2014 წლის ივნისში თბილისს ავსტრიული კომპანიის მეათე თაობის წარმომადგენელი, გეორგ რიდელი ესტუმრა. საქართველოში ჩატარებული დეგუსტაციების მიხედვით კი ბატონმა რიდელმა ჭიქის რამდენიმე ვერსია შემოგვთავაზა და საბოლოოდ...

Read More