თვე: მარტი 2016

ხანისწყლის ხეობაში არსებული 4 მეტრიანი ქვის საწნახელი სპეციალისტების მოვლას საჭიროებს

მარტის მიწურულს ხანისწყლის ტურისტული პოტენციალის  შეფასების მიზნით  მორიგი ექსპედიცია მოეწყო, რომელშიც მონაწილეობდნენ: გეოგრაფიის დოქტორი, თსუ–ს ასისტენტ პროფესორი გიორგი დვალაშვილი; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის უფროსი სპეციალისტი, ისტორიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი ალექსანდრე (სანდრო) მარუაშვილი; ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი გეგეშიძე; ბაღდათის ტურიზმისა და კურორტების განვითარების ცენტრის მენეჯერი გოჩა ხორავა; ბაღდათის საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავჯდომარე მამუკა გორგოძე, ბაღდათის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშომელი, კერძო კოლექციონერი შუქრი ნაკაშიძე; ფოტოგრაფი ანა ფხალაძე. სოფელი ხანი ბაღდათის მუნიციპალიტეტის მდინარე ხანისწყლის ხეობაში მდებარეობს. მის  სამხრეთ-აღმოსავლეთით 5 კმ-ზე, მდინარის ხეობაში, დაახლოებით 25 მეტრიანი ჩანჩქერია, აქვე მახლობლად მდინარე ხანისწყალი ქვის თაღში გაედინება, მოსახლეობა ამ ადგილს ,,ქვახვრელებს“ უწოდებს. მდინარე ხანისწყლის...

Read More

ჩინეთში ქართული ღვინის სახლი „თამადა“გაიხსნა

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინისადმი ინტერესი განსაკუთრებით გაიზარდა. ამის დასტურია, როგორც გაყიდვების ზრდის მაჩვენებლის ყოველწლიური ზრდა, ასევე, ჩინეთის სხვადასხვა პროვინციაში ქართული ღვინის მაღაზია-სალონების გახსნა. ღვინის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ციცია მამულაშვილის ინფორმაციით, რამდენიმე დღეა, რაც ჩინეთის  სახალხო რესპუბლიკის სინძიანის პროვინციის ქალაქ ურუმჩიში ქართული ღვინის პავილიონი „თამადა“ გაიხსნა. საზეიმო ცერემონიას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი, სააგენტოს სპეციალური წარმომადგენელი ჩინეთში მაია ცქიტიშვილი და ჩინეთის “ჰუალინგ კორპორაციის“ პირველი მდივანი (Guo Xiang Yang) ესწრებოდნენ. პავილიონი „თამადა“ სინძიანის პროვინციაში ქართული ღვინის ერთ-ერთმა მსხვილმა იმპორტიორმა კომპანიამ „Xinjiang Beifaing Jianda Trade Co., LTD“ გახსნა. მისასალმებელ სიტყვაში ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, გიორგი სამანიშვილმა...

Read More

„ახალი ღვინის ფესტივალი 2016“ 13-14 მაისს მთაწმინდის პარკში გაიმართება

„ახალი ღვინის ფესტივალი 2016“  13-14 მაისს მთაწმინდის პარკში გაიმართება „ღვინის კლუბის’ ინფორმაციით, ფესტივალის პირველ დღეს, 13 მაისს, მოეწყობა დახურული დეგუსტაცია, რომლის თემა იქნება ქვევრის ღვინოები საქართველოს ფარგლებს გარეთ. შესაბამისად, დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იქნება უნიკალური ქვევრის ღვინოები საფრანგეთიდან, იტალიიდან, სლოვენიიდან, გერმანიიდან და ავსტრიიდან. 14 მაისს კი ახალი ღვინის ფესტივალის საჯარო ნაწილი ტრადიციული ფორმატით ჩატარდება.  11:00-დან 18:00 საათამდე მცირე / ოჯახური, საშუალო და დიდი მეღვინეობები ფესტივალის სტუმრებს წარუდგენენ 2015 წლის მოსავლის ღვინოებს. საინტერესო ფაქტია, რომ  ახალი ღვინის ფესტივალისადმი ინტერესი მნიშვნელოვნად გაზრდილია თუ ფესტვალის პირველ წელს, რომელიც 2010 წელს ჩატარდა, ღვინის მწარმოებელი 15 კომპანია მონაწილეობდა,  გასულ 2015 წელს ფესტივალში უკვე 105 სუბიექტი იყო...

Read More

გემრიელი პალიტრა -“ბუნების ნობათით“ შესრულებული მხატვრობა

საკვები ბევრი სხვადასხვა კუთხით შეიძლება, დავინახოთ და აღვიქვათ: მისი წარმომავლობის, კულტურის, ისტორიისა და კვებითი ღირებულებების გათვალისწინებით, მაგრამ იშვიათად თუ შევხედავთ მას მხატვრის თვალით. ცნობილია, რომ კულინარიული ხელოვნება, თავის მხრივ, ხელოვნების აშკარა გამოხატულებაა, თუმცა ზოგიერთი თანამედროვე ხელოვანი  ცდილობს,  საკვებისა და იდეის საზღვრები გადასწიოს თეფშის მიღმა. ზოგჯერ საკვები გამოიყენება, როგორც შუამავალი, ზოგჯერ კი, იგი შეიძლება, ფიგურის კონცეფციად ან შთაგონების წყაროდ მოგვევლინოს. “ვერტუმნი” – იმპერატორ რუდოლფ II-ის პორტრეტი  შექმნილია რენესანსის პერიოდის მხატვრის, ჯუზეპე არჩიმბოლდოს მიერ და წარმოადგენს “ბუნების ნობათის” საშუალებით შექმნილ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნამუშევარს. არჩიმბოლდო ცოცხალი  ხილისგან,  ბოსტნეულისგან და  ყვავილებისგან ქმნიდა რეალურ პორტრეტებს და შემდეგ გადაჰქონდა ტილოზე. მხატვარ ჯუზეპე არჩიმბოლდოს ნამუშევრები...

Read More

საქართველომ ქართული ღვინოების ცნობილი დასახელებები რუსეთში დაარეგისტრირა

ექვს ქართულ ადგილწარმოშობის დასახელებაზე რუსეთის ფედერაციის ინტელექტუალური საკუთრების ფედერალურ სამსახურში სარეგისტრაციო პროცედურა დასრულდა. ხვანჭკარას, ტვიშის, ახაშენის, წინანდალის, მუკუზანის და ქინძმარაულის დასახელებაზე განსაკუთრებული უფლება, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე “ღვინის ეროვნულ სააგენტოს“ მიენიჭა. ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა – საქპატენტი, ზემოაღნიშნულ ადგილწარმოშობის დასახელებებზე “როსპატენტში“ განაცხადი, 2013 წლის 18 ივნისს შეიტანა. სავალდებულო პროცედურების გავლის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის ადგილწარმოშობის დასახელებების სახელმწიფო რეესტრში ხვანჭკარას, ტვიშის და კიდევ 4 დასახალებაზე რეგისტრაციის ვადა 2023 წლის 18 ივნისამდე განისაზღვრა. ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვა რუსეთის ფედერაციაში, ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობილი დასახელებების უკანონო გამოყენების წინააღმდეგ...

Read More

სომელიეს სკოლა