თვე: მარტი 2016

“ხვანჭკარაზე” დავა ჩინეთში წარმატებით დასრულდა

“ხვანჭკარაზე” დავა ჩინეთში წარმატებით დასრულდა. დავა გრძელდება “წინანდალზე”, “ქინძმარაულსა”და “ჭაჭაზე.” ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის სახელმწიფო ადმინისტრაციის (SAIC) სასაქონლო ნიშნების უწყებამ “ხვანჭკარის” რეგისტრაცია გაუუქმა ფიზიკურ პირს, რომელსაც არაკეთილსინდისიერად ჰქონდა დარეგისტრირებული ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელება. ასევე არაკეთილსინდისიერად დარეგისტრირებულ ადგილწარმოშობის დასახელებებზე “წინანდალი”,“ქინძმარაული” და გეოგრაფიულ აღნიშვნაზე, “ჭაჭა” დავა “საქპატენტსა” და ორ ჩინურ კომპანიას შორის 2014 წლის თებერვლიდან მიმდინარეობს. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი “საქპატენტი” იმედს გამოთქვამს, რომ სარჩელი სხვა სადავო დასახელებებზეც დაკმაყოფილდება. 2013 წლის 23 მაისს “საქპატენტმა” ჩინეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სახელმწიფო ადმინისტრაციის სასაქონლო ნიშნების უწყებაში შეიტანა 6 განაცხადი ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებების: “ტვიში”, “ხვანჭკარა”, “წინანადალი”, “ქინძმარაული”, “მუკუზანი” და ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის...

Read More

ყირგიზეთში 7 ქართული ადგილწარმოშობის ღვინო დარეგისტრირდა

ყირგიზეთში 7 ქართული ადგილწარმოშობის ღვინო დარეგისტრირდა – “ხვანჭკარა ”, “ტვიში ”, “ახაშენი ”, “წინანდალი ”, “მუკუზანი”, “ნაფარეული” და “ქინძმარაული ” შვიდ ქართულ ადგილწარმოშობის დასახელებაზე ყირგიზეთის საპატენტო უწყებამ სარეგისტრაციო მოწმობა გასცა. ხვანჭკარას, ტვიშის, ახაშენის, წინანდლის, მუკუზანის, ნაფარეულის და ქინძმარაულის დასახელებაზე განსაკუთრებული უფლება ყირგიზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე “ღვინის ეროვნულ სააგენტოს” მიენიჭა. “საქპატენტმა” ზემოაღნიშნულ ადგილწარმოშობის დასახელებებზე “ყირგიზპატენტში” განაცხადი 2014 წლის 31 მარტს შეიტანა. სავალდებულო პროცედურების გავლის შემდეგ, ყირგიზეთის რესპუბლიკის ადგილწარმოშობის დასახელების სახელმწიფო რეესტრში “ხვანჭკარაზე”, “ტვიშსა” და კიდევ 5 დასახალებაზე რეგისტრაციის ვადა 10 წლით, 2024 წლის 31 მარტამდე განისაზღვრა. ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვა როგორც ყირგიზეთში, ასევე სხვა ქვეყნებში გავლენას მოახდენს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, რეგიონის...

Read More

“საქპატენტი” და სოფლის მეუნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვისა და განვითარებისთვის ერთად იზრუნებენ

მზადდება ოთხი ახალი გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაცია – “ახალქალაქის კარტოფილი”, “ქუთაისის მწვანილი”, “ტყიბულის ჩაი”, “მაჭახელას თაფლი” სოფლის მეურნეობის პროდუქციის – ქართული ადგილწარმოშობის დასახელებების და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი “საქპატენტი” და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ერთობლივ ღონისძიებებს გეგმავენ. გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა წარმოადგენს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს. აგრეთვე, მიჩნეულია საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებად. ამჟამად საქართველოში წარმოებული პროდუქციიდან 30-ზე მეტი (ღვინო, მინერალური წყალი, ყველი და სხვ.) რეგისტრირებულია როგორც გეოგრაფიული აღნიშვნა, რომლის დიდი ნაწილი ქართული ექსპორტის საგანს წარმოადგენს. 2014 წელს ევროკავშირის პროგრამის ENPAღD-ის ფარგლებში...

Read More

გიორგი სამანიშვილი: “ჩვენი მთავარი გამოწვევაა, რომ საქართველოში ღვინის კულტურა დავაბრუნოთ!”

“დღეს ქვევრის ღვინო არის ქართული ღვინის ემბლემა და შეგვიძლია, მთელ მსოფლიოში ვისაუბროთ და ვიამაყოთ ამით!” ღვინის ეროვნულ სააგენტოს 2015 წლიდან ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ამ პოსტზე ლევან დავითაშვილი გიორგი სამანიშვილმა შეცვალა. ბატონი ლევანი კი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი მევენახეობა–მეღვინეობის დარგის წარმომადგენელთათვის უცნობი კადრი არ არის. 38 წლის გიორგი სამანიშვილს ძალიან საინტერესო და საამაყო, წარმატებული მეღვინის წარსული აქვს: დაწყებული საქართველოს აგრარული უნივერსიტეტიდან, გაგრძელებული საფრანგეთში, ბურგუნდიისა და ბორდოს უნივერსიტეტების მაგისტრის ხარისხით, ელზასური და პროვანსული ღვინოების დამზადების ტექნოლოგიის შესწავლით და დამთავრებული ქართული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანით. ბიოგრაფიული პროლოგი – მეღვინის ოჯახიდან არ ვარ, თუმცა ჩემს...

Read More

ქეთი ჯურხაძე წარმოგიდგენთ კომპანია “ჭანდრების” ღვინოს – “ოროველა”

ქეთი ჯურხაძე – ღვინის სკოლა-სტუდიის – “კაბისტონი” – დირექტორი ღვინის კომპანია “ჭანდრები” დაარსდა 2001 წელს, მათი ვენახები მდებარეობს მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპიროზე, სოფელ იყალთოში. ეს არის ერთ-ერთი ულამაზესი რეგიონი კახეთის მხარეში. ვენახს ჩრდილოეთით ესაზღვრება კავკასიონის მთები, ხოლო სამხრეთით – ცივგომბორის ქედი. გაშენებულია ზღვის დონიდან 520 მ-ზე, ხოლო ვენახის რელიეფი ტერასულია. მიკროკლიმატი ხასიათდება ცხელი ზაფხულითა და ზომიერი ზამთრით. საერთო ფართობი 40 ჰექტარია, საიდანაც 35 ჰექტარი საფერავია, ხოლო 5 ჰექტარი – მწვანე. ღვინო “ოროველა”. საფერავი 2005. ფერი – გამოირჩევა მუქი ბროწეულის ფერით, მდიდარი შავი თუთის, მოცხარისა და ალუბლის ტონებით. გემო – ხასიათდება ხავერდოვანი, დახვეწილი ტანინებით, დაბალანსებული, ხანგრძლივი დაბოლოებით და მუხის რბილი,...

Read More

სომელიეს სკოლა