თვე: მარტი 2016

საქპატენტმა მიტარბი, სქური, უწერა, ბოლნისი და ზვარე დაარეგისტრირა

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა 5 ახალი ადგილწარმოშობის დასახელება დაარეგისტრირა. ამიერიდან ნატურალური მინერალური წყლები _ მიტარბი, სქური, უწერა, ბოლნისი და ზვარე დაცული იქნება გაყალბებისგან. ამ დასახელებების გამოყენების უფლების მოსაპოვებლად მეწარმეები უნდა დარეგისტრირდნენ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში. მას შემდეგ, რაც ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, ქართველ მეწარმეებს მიეცემათ შესაძლებლობა, ევროკავშირის ბაზარზე მოახდინონ ქართული პროდუქციის ექსპორტი, ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნებით დაცული პროდუქცია გაცილებით კონკურენტუნარიანი გახდება. მომხმარებელს ამგვარი დასახელებებით მონიშნული პროდუქტი მიუთითებს მის მაღალ ხარისხსა და განსაკუთრებულ თვისებებზე, რაც ხელს შეუწყობს ქართულ პროდუქციას, ევროკავშირის ბაზარზე დაიკავოს ხარისხიანი და ძვირადღირებული პროდუქტის...

Read More

“ქაფიანი ღვინოს” პირველი დღე

ბენედიქტის მონასტრის ოტვილიერის სააბატოს ისტორიის მანძილზე, რომელიც საფრანგეთის პროვინცია შამპანში მდებარეობს, მხოლოდ ერთხელ არ აღსრულდა ცისკრის ლოცვა. ეს მოხდა ადრეული შემოდგომის დილას, 1668 წელს, როცა მონასტრის მევენახე პიერ პერინიონმა აბატს გასასინჯად მის მიერ მომზადებული სასმელი მიართვა. მღვდელმა ერთი ბოკალი სასმელი დალია, მეორეც, მესამეც… იმ დღეს იგი თავისი სულიერი ძმების წინაშე არ წარმდგარა. ქაფიანმა ღვინომ პოპულარობა სწრაფად მოიხვეჭა. იმის გამო, რომ მისი საიდუმლოს ამოცნობას დიდი ხნის მანძილზე ვერავინ ახერხებდა, თავიდან შამპანური| პროვინციის ცნობილ ღვინოებთან შედარებით, ძვირი ღირდა. დროთა განმავლობაში პიერ პერინიონის საიდუმლო ამოიხსნა, ხოლო შამპანის დედაქალაქი რეიმსი ახალი, ყველასგან განსხვავებული ღვინის – შამპანურის წარმოების ცენტრად იქცა. ყველაზე დიდი წარმატება წილად...

Read More

ქართული ღვინო “ქინძმარაული”

      “ქინძმარაული” ადგილწარმოშობის დასახელების, კონტროლირე¬ბადი, უმაღლესი ხარისხის წითელი, ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინოა. იგი მზადდება საფერავის ჯიშის ყურძნისგან. ღვინო “ქინძმარაული” ხასიათდება მუქი ბროწეულისფერი შეფერვით, გემოზე ჰარმონიული, სრული, ხავერდოვანი, დახვეწილი, სასიამოვნო სიტკბოთი, ხილის ტონებით და ჯიშური არომატით. “ქინძმარაულის” წარმოების მიკროზონა გეოგრაფიული მდებარეობა – მევენახეობის სპეციფიკური ზონა “ქინძმარაული” მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა კახეთში, ყვარლის ადმინისტრაციულ რაიონში, კავკასიონის განშტოების სამხრეთ დაქანებაზე, ჩრდილოეთ განედის 41º30’და აღმოსავლეთ გრძედის 45º50′ კოორდინატებზე. სამრეწველო ვენახები, ძირითადად, განლაგებულია ზღვის დონიდან 250-550 მ სიმაღლის საზღვრებში, მდ. ალაზნის მარცხენა სანაპიროზე (გაღმამხარი). ბარის ძირი უკავია ალაზნის ვაკეს, რომელიც ჩრდილოეთისაკენ მაღლდება – გადადის მთისწინეთის ზოლში და მიბჯენილია კავკასიონის ძირზე. “ქინძმარაულის” ღვინომასალის მისაღებად...

Read More

ბევრი ნული ჩანგალზე

ბევრი ნული ჩანგალზე ელიტური ღორმუცელობის 4 000 წელი და 4 000 დოლარი გაჰყევით დედალ ღორებს! ღორები სიმდიდრესთან მიგიყვანენ. ოღონდ, შეჭმა არ უნდა მოგასწრონ. როგორც კი რომელიმე ხის ძირას გამალებით დაიწყებენ თხრას, მოაცილეთ იქაურობას. დანარჩენი თქვენ იცით – ან სტომაქს ასიამოვნებთ, ან – ჯიბეს. უცხო საკვებთა ლექსიკონიდან ჩვენ მას არ ვიცნობთ. საშუალო სტატისტიკური ჩვენებური დარწმუნებულია, რომ ტრუფელი შოკოლადიან კანფეტს ჰქვია. აი, ბავშვობაში “ასეთი” გემრიელი რომ იყო და ახლა “ისეთ” გემოს ვეღარ ჩაატან. ცოტას გაუგონია, რომ ამავე სახელწოდებით რაღაც უცნაური სოკოც არსებობს. და კიდევ უფრო ნაკლებს გაუსინჯავს ნამდვილი ტრუფელი, ის, რომელსაც მსოფლიო იცნობს და აფასებს. სიტყვა “აფასებს” ცალკეა გამოსაყოფი იმიტომ, რომ...

Read More

ნელი ჭამის პრეზიდენტი – პოლიტიკური რეცეპტები ლატვიის მთავარი მზარეულისგან

მისი რესპუბლიკის გამოცხადებით არავის ტერიტორიული მთლიანობა არ დარღვეულა, ბევრი სტომაქის მთლიანობა და ჯანმრთელობა კი შენარჩუნდა. ნელა ჭამე, ნელა დაბერდი მარტინშ რიტინში ლატვიის პირველი მზარეულია. ამ საქმეში არც ჩემპიონატი ეწყობა და არც თანამდებობები ნაწილდება, მაგრამ მისი რესტორანი თავისთავად რიგის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა, რესტორნის უპირობო ვარსკვლავი კი დამაარსებელი და შეფ-მზარეული – რიტინშია. ყველანი ვთანხმდებით, რომ საკვები ნებისმიერი ერის კულტურის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. მარტინშ რიტინში ამ აზრს ლოგიკურად აგრძელებს – თუ ასეა, მაშინ, რატომ არ აბარია ეროვნული სამზარეულო კულტურის სამინისტროს? რთული იქნება დამტკიცება, რომ, მაგალითად, მწვადი, ქართული კერძია. მით უფრო, რთულია წარმოდგენა, რომ კულტურის სამინისტროში ჩამოყალიბდება სუფრის დეპარტამენტი და მასში შევა შემწვარ-მოხრაკულის, მოხარშულ-ჩაშუშულის,...

Read More

სომელიეს სკოლა