თვე: აპრილი 2016

რა ხიბლავთ იაპონელებს ქართულ ღვინოში

ქართული ღვინისადმი ინტერესი იაპონიაში თანდათან იზრდება. იაპონია 2014 წლიდან განსაკუთრებით გამოიკვეთა, როგორც ქართული ღვინის ექსპორტისთვის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი ბაზარი. ამას, ბუნებრივია, ხელს უწყობს  ქართული ღვინის კომპანიების მონაწილეობა საერთაშორისო გამოფენებში, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით. მათ შორის – ტოკიოში.  სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, სარეალიზაციო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, ბოლო  ორი წლის მანძილზე, იაპონიაში გამართულ მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენებზე ქართული ღვინო უკვე მეხუთედ იყო წარმოდგენილი. ამჯერად,  სულ რამდენიმე დღის წინ  იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში საერთაშორისო გამოფენა ,,Wine and Gourmet Japan 2016” გაიმართა და აქ   ქართული ღვინის მწარმოებელი რვა კომპანია მონაწილეობდა: „თბილღვინო“, „ვაინმენი“, „ბაგრატიონი 1882“, „ქინძმარაული“, „წერეთლის ღვინისა და ალკოჰოლური...

Read More

ქართული ღვინო და სამზარეულო ლონდონის საერთაშორისო გამოფენაზე „Real Wine Fair”

მეორე დღეა, რაც დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში, ლონდონში ნატურალური ღვინის საერთაშორისო გამოფენა „Real Wine Fair” მიმდინარეობს. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან  “sommelier.ge”-ს აცნობეს,  გამოფენაში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით,  ნატურალური ღვინის მწარმოებელი 7 ქართული კომპანია მონაწილეობს –   „ხოხბის ცრემლები“, „ოქროს ღვინო“, „ნიკოლაძეების მარანი“,  „მანდილი“, „იაგოს ღვინო“, „ატენური“ და „იბერიელი“. გამოფენის ფარგლებში უკვე ორი ღონისძიება გაიმართა: ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი და “The Georgian Supra”. ქართული ღვინის დეგუსტაციას 200-მდე დაინტერესებული პირი – იმპორტიორები, დისტრიბუტორები, რესტორნებისა და ღვინის ბარების, ასევე მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. რაც შეეხება ქართული სუფრის საღამოს „The Georgian Supra”, მის სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, ქართულ ღვინოსთან ერთად, გაცნობოდნენ ქართულ გასტრონომიას და ქართულ...

Read More

ქართული ღვინის საქველმოქმედო აუქციონი პეკინის „როტარი კლუბში“

ქართულმა ღვინომ, პეკინის როტარი კლუბის (Rotary Club of Beijing) საქველმოქმედო პროექტში ჩინელი ბავშვების თანადგომის მიზნით საკუთარი წვლილი შეიტანა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ჩინეთში, ქალაქ პეკინში, „კემპინსკის“ სასტუმროში  “როტარი კლუბის” (Rotary Club of Beijing) შეხვედრზე ქართული ღვინის პრეზენტაცია–დეგუსტაცია და საქველმოქმედო აუქციონი გაიმართა.   „როტარი კლუბი“ არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მთელი მსოფლიოს  მასშტაბით ბიზნესპროფესიონალებსა და ლიდერებს აერთიანებს (1 200 000 როტარელი გაერთიანებულია 33000 როტარი კლუბში, 200 ქვეყანაში). „როტარი კლუბი“ ბაზრებსა და ბიზნეს სივრცეში ბიზნეს-ეთიკის უმაღლესი სტანდარტების დანერგვას უდგას სათავეში. ასევე, ჩართულია წარმომადგენლობით ქვეყნებში საქველმოქმედო პროექტების განხორციელებაში. ჩინეთის მასშტაბით 3 როტარი კლუბია, პეკინის კლუბი 47 როტარელს აერთიანებს. ჩინეთში კლუბის წევრობა შეუძლია მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეს...

Read More

"თბილისის ღვინის სკოლის" სასწავლო ტური კომპანია "სარაჯიშვილი და ენისელში"

საქართველოს სომელიეთა ასოციაციასთან არსებული „თბილისის ღვინის სკოლის“ პირველი ჯგუფის სტუდენტებს კომპანია „სარაჯიშვილი და ენისელში“ სასწავლო ტური ჩაუტარდათ. მათ მასპინძლობა გაუწია მთავარმა ინჟინერ-ტექნოლოგმა, ბატონმა დავით აბზიანიძემ. მომავალმა სომელიეებმა არამარტო დაათვალიერეს ქართული კონიაკის საწარმო, არამედ გაეცვნენ მისი დამაარსებლის, დავით სარაჯიშვილის ცხოვრებისეულ ფაქტებს, კომპანიის  ისტორიას, დღევანდელობას და ბრენდის დამზადების ტექნოლოგიებს. ტურის დასასრულს მათ  ერთად დააგემოვნეს „სარაჯიშვილის“ სამი სახეობის საუკეთესო ბრენდი. მომავალი სომელიეები ბატონ დავით აბზიანიძის მეგზურობით ე.წ. „სამოთხეშიც“ აღმოჩნდნენ, სადაც უძველესი საკონიაკე სპირტების  აორთქლების შედეგად უამრავი სურნელი და არომატი იღვრება, რასაც ფრანგები  „ანგელოზების წილს“ ეძახიან. „თუ გინდა, რომ საუკეთესო კონიაკი დაამზადო, ანგელოზებსაც დიდი წილი უნდა მისცეო“ – ამბობს ბატონი დავით აბზიანიძე. მან...

Read More

წითელი ღვინოების დეგუსტაციები ბალტიისპირეთში

ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსსა და ქალაქ კაუნასში, ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაციები სახელწოდებით „წითელი ღვინოები საქართველოდან“ („Red Wines From Georgia”) გაიმართა. ვილნიუსში გამართულ ღონისძიებას დაესწრო და მონაწილეებს მიესალმა ლიტვაში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი ხათუნა სალუქვაძე. პრეზენტაციას უძღვებოდნენ ლიტვის სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი არუნას სტარკუსი და ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩოლობარგია. „დეგუსტაციების მიზანია, ადგილობრივ ღვინის პროფესიონალებში ქართული ღვინოების ცნობადობის გაზრდა სტილის,  ჯიშობრივი მრავალფეროვნებისა და სხვა თვისებების მიხედვით. ბალტიისპირეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი საინტერესო და პერსპექტიული საექსპორტო ბაზარია. მარკეტინგული გეგმის თანახმად, წლის განმავლობაში ლიტვაში, ლატვიაში და ესტონეთში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები, რაც ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და გაყიდვების გაზრდას...

Read More
  • 1
  • 2

სომელიეს სკოლა