თვე: ივნისი 2016

მამუკა ხაზარაძე: „ქართულ ღვინოზე რომ ვისაუბროთ დღეს, უნდა ვიცოდეთ ჩვენი კულტურის საწყისები“

   ისტორიული მესხური ტერასების აღდგენა უტოპიიდან რეალობად იქცა, უძველესი მესხური ვაზის ჯიშების გაშენების პროცესი დაიწყო და ამ საქმეში „ლომის წილი“ თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, ბატონ მამუკა ხაზარაძეს ეკუთვნის. სწორედ ამიტომ, ამ უნიკალური პროექტისა და, საერთოდ, ქართული ღვინის პერსპექტივებზე ჩვენ მამუკა ხაზარაძეს ექსკლუზიურად ვესაუბრეთ. ბატონო მამუკა, თქვენთვის ღვინის თემა უცხო არ არის… ჟურნალ „ღვინო“-სთვის მოცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვენ ამბობთ: „ღვინით მაშინ დავინტერესდი, როცა მუხრანბატონის სასახლე ვნახე. რომ არ შევხებოდი ამ ისტორიას, რაც მუხრანში დამხვდა, ღვინის თემაში ისე არ შევიდოდი“… ამჯერად მესხური ტერასების აღდგენას იწყებთ, აქ რა არის თქვენი მოტივაცია, რამ გადაგაწყვეტინათ ამ საქმეში წვლილის შეტანა? ბორჯომის პროექტზე მუშაობისას ხშირად...

Read More

მესხური ტერასების ახალი სიცოცხლე

სამცხე-ჯავახეთში, ხიზაბავრის  ისტორიულ მესხურ ტერასებს სიცოცხლე უბრუნდებათ. ტერასების პირველი 12 ჰა უკვე აღდგენილია. აქ მესხური ვაზის 18 უიშვიათესი ჯიში გაშენდება, ნახევარი მილიონის ინვესტიცია ჩაიდება, რაც ამ რეგიონში მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიულ მიმართულებას კვლავ ააღორძინებს. საქართველოს ამ უძველეს და ულამაზეს მხარეში ვაზის მოშენებასა და ღვინის დაყენებას უდიდეს  ყურადღებას რომ  უთმობდნენ, ამაზე არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი ძველისძველი ქვევრები და მარნებიც მეტყველებს.  ივანე ჯავახიშვილის ჩანაწერების მიხედვით ცნობილია, რომ „ამ ადგილების  მთაგორიანობა და მიწის სიმცირე ჩვენს წინაპარს აიძულებდა, ვენახები უმთავრესად ხელოვნურად დაბაქნებულ, მოვაკებულ ნიადაგებზე გაეშენებინათ”. 10 წელია, რაც მესხური ტერასების აღდგენის იდეის განხორციელებისთვის უნიკალურ ვაზის ჯიშებს მთელ საქართველოში აგროვებს აქაური მკვიდრი, გიორგი ნათენაძე, თუმცა ტერასების აღდგენის...

Read More

სომელიეს სკოლა