ქართული ღვინის კონკურსი 2016 გამოცხადდა

საქართველოს სომელიეთა ასოციაციამ ქართული ღვინის კონკურსი 2016 გამოაცხადა საქართველოს სომელიეთა ასოციაცია, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით 2016 წლის სექტემბერში მართავს “ქართული ღვინის მე-3 ეროვნულ კონკურსს”. კონკურსზე პროფესიონალ ჟიურისთან ერთად (მეღვინეები, სომელიეები), ღვინოებს შეაფასებს “სახალხო ჟიური” – საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი სახეები. გამარჯვებული ღვინოები გამოვლინდება 17  ნომინაციაში: საუკეთესო ცქრიალა ღვინო; საუკეთესო თეთრი მშრალი ღვინო (ნებისმიერი თეთრი მშრალი, გარდა წინანდლის, მაგალითად, კრახუნა, კახური მწვანე და ა.შ.); საუკეთესო წინანდალი; საუკეთესო ქვევრის თეთრი ღვინო (ნებისმიერი თეთრი ღვინო, შექმნილი ქვევრში); საუკეთესო თეთრი ნახევრადტკბილი ღვინო; საუკეთესო ვარდისფერი ღვინო; საუკეთესო წითელი მშრალი ღვინო (გარდა საფერავისა და მუკუზანისა); საუკეთესო წითელი პრემიალური მშრალი ღვინო (გარდა საფერავისა და მუკუზანისა); საუკეთესო საფერავი;...

Read More