თვე: დეკემბერი 2016

კაცი, რომლსაც ვაზი ძლიერ უყვარდა

საფრანგეთი. ფრანგული რესტორანი და რესტორანში ქართველები. სტუმრებიდან ერთ-ერთი ღვინოს ირჩევს აპელასიონისა და მოსავლის მიხედვით და უკვეთავს. ცოტა ხანში კიდევ ერთი ბოთლის მოტანას სთხოვენ სომელიეს. ბოლო ბოთლიც იცლება და რესტორნიდან გამოსვლის დროს დამკვეთი სომელიეს ყურში უჩურჩულებს: „ბოლო ბოთლი იგივე ღვინო კი იყო, მაგრამ არა იგივე მოსავლის“. სომელიე თავს დამნაშავედ გრძნობს, რომ საქმის კურსში არ ჩააყენა მომხმარებელი… ქართველი, რომლმაც სომელიეს ბოდიშები ახდევინა, თამაზ კანდელაკი იყო. თამაზ კანდელაკს იცნობდნენ საქართველოშიც და საზღვარგარეთაც. „იგი უნიკალურია, მისი პირის ღრუ მთელი ლაბორატორიაა“ – ამბობდა ფრანგი ღვინის ექსპერტი პიერ პრანგე თამაზ კანდელაკზე. ამ ლაბორატრიას კი ერთი ნიუანსიც არ გამეოპარებოდა ღვინის შეფასების დროს. თამაზ კანდელაკის პროფესიონალიზმზე უცხოელები ჯერ...

Read More

პირველად საქართველოში „მეტყველი სასმისები“-ს  გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

პირველად საქართველოში, ოქროულობის და ანტიკვარიატის სალონი „დიადემა“ , ღვინის კომპანია „გიუაანი“-ს მხარდაჭერითა და პარტნიორობით, ძველი ქართული სასმისების გამოფენას მასპინძლობს, სახელწოდებით – „მეტყველი სასმისები“. გამოფენაზე წარმოდგენილია ძველი ქართული კულტურული მემკვიდრეობიდან შემორჩენილი და კერძო კოლექციებში დაცული სასმისების უნიკალური და ორიგინალური ეგზემპლარები, რომელთა ანალოგებიც არ მოიპოვება. აღნიშნული გამოფენა მიზნად ისახავს ქართული კულტურული მემკვიდრეობის წამოჩენას და პოპულარიზაციას საზოგადოების ფართო ფენებს შორის. აქ თქვენ შეხვდებით ვანო სარაჯიშვილის, დავით დადიანის, ალექსანდრე დადეშქელიანის და სხვა ცნობილი პიროვნებებისადმი მიძღვნილ ექსკლუზიურ სასმისებს. გაეცნობით მათ კულტურულ ღირებულებებს და სურვილის შემთხვევაში, შეგეძლებათ კიდეც მათი შეძენა. გამოფენა 9 დეკემბერს გაიხსნა და 16 დეკემბრამდე გრძელდება. ამ უნიკალური გამოფენის დასათვალიერებლად მისულებს, სალონ „დიადემას“...

Read More

სომელიეს სკოლა