ქართული ღვინის მე-4 ეროვნული კონკურსი | თბილისი 2017

საქართველოს სომელიეთა ასოციაცია მეოთხე წელია, ატარებს „ქართული ღვინის ეროვნულ კონკურს“-ს, რომლის მიზანია, გამოავლინოს საქართველოში წარმოებულ ღვინოებს შორის საუკეთესოები. კონკურსის მხარდამჭერია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო. კონკურსში, ტრადიციულად, მონაწილეობს ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების თითქმის ყველა საწარმო, მათ შორის – მცირე მარნებიც. წარმოდგენილი იქნება 14 კატეგორია: ცქრიალა ღვინო (თეთრი ბრუტი); თეთრი მშრალი ღვინო; წინანდალი; ქვევრის თეთრი ღვინო; ვარდისფერი ღვინო; წითელი მშრალი ღვინო; საფერავი; პრემიალური საფერავი; მუკუზანი; ქვევრის წითელი ღვინო; უსახელოური; ხვანჭკარა; ქინძმარაული; ჭაჭა. კონკურსის პროფესიული ჟიურის წევრები არიან ენოლოგები და სომელიეები, ხოლო “სახალხო ჟიური“-ში მოწვეული არიან საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი სახეები. პროფესიული ჟიურის თანათავმჯდომარეები არიან: სტივენ სპურიე – მსოფლიოში...

Read More