თვე: დეკემბერი 2017

სტივენ სპურიე საქართველოს სტუმრობდა

მსოფლიოში ცნობილი ბრიტანელი ღვინის ექსპერტი, ჟურნალ „დეკანტერი“-ს კონსულტანტ-რედაქტორი, WSET-ის საპატიო პრეზიდენტი  სტივენ სპურიე საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტის, შალვა ხეცურიანის მოწვევით,  6-9 ოქტომბერს საქართველოს სტუმრობდა. ბატონი სტივენი ქართული ღვინის მე-4 ეროვნული კონკურსის ჟიურის თანათავმჯდომარე იყო და 19 ნომინაციაში საუკეთესო ქართული ღვინოების გამოვლენაში მიიღო მონაწილეობა. ბატონი სპურიე ესწრებოდა კონკურსის საზეიმო დაჯილდოების ცერემონიასაც, რომელიც 8 ოქტომბერს „ივენთ ჰოლ“-ში გაიმართა. მან დიპლომები გადასცა როგორც კონკურსში გამარჯვებული ღვინოების მწარმოებლებს, ასევე – თბილისის ღვინის სკოლისა და WSET-ის კურსდამთავრებულებს. მან მონაწილეობა მიიღო ასევე სომელიეთა ინაუგურაციაში. საქართველოს სომელიეთა ასოციაციამ კი მაღალი რანგის საპატიო სტუმარი, ბატონი სტივენ სპურიე, ღვინის სამშობლოდ საქართველოს აღიარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის “ქართული ღვინის ორდენი”...

Read More

იტალიის საპატიო სომელიე

14-15 ოქტომბერს ქალაქ მილანში,   იტალიის პროფესიონალ სომელიელთა ასოციაციამ A.S.P.I. (Associazione della Sommellerie Professionale Italiana) გამართა კონკურსი, სახელწოდებით „2017 წლის იტალიის საუკეთესო სომელიე“ (Miglior Sommelier d ‘ Italia 2017) წელს კონკურსში ბევრი უცხოელი სტუმარი, სხვადასხვა ასოციაციიდან თუ ორგანიზაციიდან იღებდა მონაწილეობას. მათ შორის იყო საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი და „მარანი ხეცურიანი“-ს დამფუძნებელი, ბატონი შალვა ხეცურიანი. ბატონი შალვა არამარტო კონკურსის სტუმარი, არამედ იტალიის საუკეთესო სომელიეს გამოსავლენად შექმნილი საერთაშორისო ჟიურის წევრიც გახლდათ. ამავე დროს, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ იტალიის პროფესიონალ სომელიეთა ასოციაციამ ბატონ  შალვა ხეცურიანს იტალიის საპატიო სომელიეს ტიტული მიანიჭა. ამავე სიმპოზიუმზე გაიმართა საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ გადაღებული ფილმის, „ღვინის ნულოვანი მერიდიანი“-ს ჩვენება...

Read More

ქართული ფილმი „ღვინის ნულოვანი მერიდიანი“

საქართველოს სომელიეთა ასოციაციამ გადაიღო დოკუმენტური ფილმი ღვინოზე, სახელწოდებით „ღვინის ნულოვანი მერიდიანი”. ფილმი  ეძღვნება ქართული ღვინი​ს წარმოების 8000-წლიან უწყვეტ ისტორიას და კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საქართველოს, როგორც ვაზის და ღვინის სამშობლოს. იგი მოგვითხრობს ქართული ღვინის ისტორიასა და კულტურაზე, მსოფლიოს წამყვან ღვინის ქვეყნებზე, ღვინის დაყენების ტრადიცულ მეთოდებსა და მის ნაირსახეობებზე. გვაცნობს საქართველოს მევენახეობისა და მეღვინეობის მთავარ რეგიონებს, წამყვან ჯიშებს, მარნებსადამეღვინეებს. ფილმის რეჟისორია ცნობილი ქართველი რეჟისორი ნანა ჯორჯაძე, კონცეფციის ავტორი და პროდიუსერია – საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი, „მარანი ხეცურიანი“-ს დამფუძნებელი შალვა ხეცურიანი, სცენარის ავტორია  თამარ ბართაია, დამდგმელი ოპერატორი – მიხეილ კვირიკაძე, აღმასრულებელი პროდიუსერი – ჟანა სარდლიშვილი, მთავარ როლშია – რევაზ ხეცურიანი. ფილმი „ღვინის...

Read More

8 ოქტომბერს ჩატარდა “ქართული ღვინის მე-4 ეროვნული კონკურსი”-ს დაჯილდოების ცერემონია

8 ოქტომბერს, საქართველოს სომელიეთა ასოციაციამ “ქართული ღვინის ეროვნული კონკურსი 2017”–ის გამარჯვებულები გამოავლინა.  ღონისძიება ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს, თბილისის მერიის და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში. ქართული ღვინის ეროვნული კონკურსი უკვე მეოთხედ ტარდება და მისი მიზანია, გამოავლინოს საქართველოში წარმოებულ ღვინოებს შორის საუკეთესოები. კონკურსის საზეიმო დაჯილდოებაზე ტრადიციულად, დასახელდა საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ დაწესებული “ქართული ღვინის ორდენი“-ს სამი კავალერი: სტივენ სპურიე, საქართველოს ღვინის სამშობლოდ აღიარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის; ახალი ღვინის ფესტივალი (იაგო ბითარიშვილი და მალხაზ ხარბედია) – ღვინის მცირე მეწარმეობის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში (La Cité du Vin) ქართული...

Read More
  • 1
  • 2