თვე: დეკემბერი 2017

საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ გადაღებული ფილმის მსოფლიო პრემიერა ლონდონში

       2017 წლის 5 ოქტომბერს, ლონდონში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) სათაო ოფისში გაიმართა საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ გადაღებული ფილმის “ღვინის ნულოვანი მერიდიანი”-ს საერთაშორისო პრემიერა. პრემიერის ორგანიზატორი გახლდათ საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთის სამეფოში. ღონისძიებას ესწრებოდნენ მთავრობის, ბიზნესწრეების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ღვინის კრიტიკოსები და ჟურნალისტები, მათ შორის ცნობილი ბრიტანელი ღვინის კრიტიკოსი და მწერალი, ჟურნალ „დეკანტერი“-ს კონსულტანტ-რედაქტორი – სტივენ სპურიე, რომელიც ამ დღეს იუბილარი გახლდათ. ჩვენების შემდეგ გაიმართა ფილმის განხილვა, რომელშიც მონაწილეობდნენ ფილმის ავტორები: საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი შალვა ხეცურიანი და რეჟისორი ნანა ჯორჯაძე და ასევე ბატონი სტივენ სპურიე. სტუმრებისათვის მოეწყო ქართული ღვინის დეგუსტაცია, სადაც წარმოდგენილი იყო „შატო...

Read More
  • 1
  • 2

სომელიეს სკოლა