თვე: თებერვალი 2018

საქართველოს სომელიეთა ასოციაცია აცხადებს WSET-ის კურსებს

საქართველოს სომელიეთა ასოციაცია (Georgian Sommelier Association), როგორც ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საგანმანათლებლო ორგანიზაციის (Wine and Spirits Education Trust – WSET) პროგრამების აკრედიტებული მიმწოდებელი საქართველოში და თბილისის ღვინის სკოლა (Tbilisi Wine School) აცხადებენ WSET Level 1 Award in Wines და WSET Level 2 Award in Wines and Spirits 2018 წლის გაზაფხულის კურსებს საქართველოში. WSET-ის სერტიფიკატი ღვინოსა და ალკოჰოლურ სასმელებში საერთაშორისოდ აღიარებული კვალიფიკაციაა და შექმნილია ალკოჰოლური სასმელების როგორც პროფესიონალებისთვის, ასევე – დამწყებებისთვის, რომელთაც სურთ, გაიღრმავონ ცოდნა ალკოჰოლური სასმელების შესახებ. კურსი გათვლილია მომავალი სომელიეებისთვის, ღვინის წარმოების, გაყიდვების, სასტუმრო თუ სარესტორნო ბიზნესში მოღვაწე პროფესიონალებისა თუ ენთუზიასტებისთვის, რომელთაც სურთ, უფრო სტრუქტურულად შეისწავლონ ღვინო და სხვა ალკოჰოლური...

Read More

სომელიეს სკოლა