„იტალიური ღვინის ოსკარის“ დაჯილდოებაში ქართველი სომელიე გოგონაც მონაწილეობდა

„Oscar del Vino 2018” – ამ სახელწოდებით  იტალიური ღვინოების მე-19 დაჯილდოება გაიმართა იტალიის დედაქალაქ რომში, HOTEL ROME CAVALIERI -ში. “ოსკარის“ ორგანიზატორი გახლდათ  FONDAZIONE ITALIANA SOMMELIER. ამ იტალიური ღვინის დღესასწაულში ერთი ახალგაზრდა ქართველი სომელიე გოგონაც მონაწილეობდა – მირანდა დოლაბერიძე, რომელიც ამ პროფესიას სწორედ იტალიაში დაეუფლა და მაქსიმალურად ცდილობს, სამშობლოში დაბრუნებამდე პრაქტიკული გამოცდილებაც მიიღოს. მირანდა დღეს ჩვენი სტუმარია და მასთან ინტერვიუს გთავაზობთ.   -მირანდა, ვიცი, რომ ემოციურად დატვირთული ხარ, შეგიძლია, რომ სიტყვებით გაგვიზიარო შენი ემოცია?  გვიამბო შენი შთაბეჭდილებები? – დიდი სიამოვნებით. წელს მესამედ მქონდა ბედნიერება, რომ დავსწრებოდი იტალიური ღვინის არაჩვეულებრივ „დღესასწაულს“, ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალს. უფრო მეტიც, მე, ერთადერთი ქართველი სომელიე გოგონა,...

Read More