მსოფლიოს ჩემპიონი სომელიე (1978) ჯუზეპე ვაკარინი სტუმრად თბილისში…

დღეს, რუსთავი 2-ის დილის გადაცემამ “დილა მშვიდობისა საქართველო”, იტალიის სომელიეთა ასოციაციის (ASPI) პრეზიდენტს ჯუზეპე ვაკარინისა და საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტს შალვა ხეცურიანს უმასპინძლა.

სტუმრებმა სომელიეს პროფესიაზე, ღვინის დეგუსტაციის ტექნიკასა და თბილისის ღვინის სკოლის მსმენელებისთვის ჩატარებულ ლექციებზე ისაუბრეს. თბილისის ღვინის სკოლაში მომავალ სომელიეთა 2016 წლის მეორე ნაკადის სწავლება „თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრმა“ (TESC) დააფინანსა.

Posted by საქართველოს სომელიეთა ასოციაცია • Georgian Sommelier Association on Monday, February 8, 2016