ყირგიზეთში 7 ქართული ადგილწარმოშობის ღვინო დარეგისტრირდა – “ხვანჭკარა ”, “ტვიში ”, “ახაშენი ”, “წინანდალი ”, “მუკუზანი”, “ნაფარეული” და “ქინძმარაული ”

შვიდ ქართულ ადგილწარმოშობის დასახელებაზე ყირგიზეთის საპატენტო უწყებამ სარეგისტრაციო მოწმობა გასცა. ხვანჭკარას, ტვიშის, ახაშენის, წინანდლის, მუკუზანის, ნაფარეულის და ქინძმარაულის დასახელებაზე განსაკუთრებული უფლება ყირგიზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე “ღვინის ეროვნულ სააგენტოს” მიენიჭა.

“საქპატენტმა” ზემოაღნიშნულ ადგილწარმოშობის დასახელებებზე “ყირგიზპატენტში” განაცხადი 2014 წლის 31 მარტს შეიტანა. სავალდებულო პროცედურების გავლის შემდეგ, ყირგიზეთის რესპუბლიკის ადგილწარმოშობის დასახელების სახელმწიფო რეესტრში “ხვანჭკარაზე”, “ტვიშსა” და კიდევ 5 დასახალებაზე რეგისტრაციის ვადა 10 წლით, 2024 წლის 31 მარტამდე განისაზღვრა.

ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვა როგორც ყირგიზეთში, ასევე სხვა ქვეყნებში გავლენას მოახდენს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, რეგიონის შემოსავლების გაზრდასა და ეკონიმიკის გაუმჯობესებაზე.