გამოფენების ცენტრი ,,ექსპო ჯორჯია“ 9-11 ივნისს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საიუბილეო, მე-10 საერთაშორისო გამოფენაზე – WinExpo 2017 გიწვევთ.

ტრადიციულად, გამოფენის მხარდამჭერები არიან საქართველოს სოფლის მეორნეობის სამინისტრო და ღვინის სააგენტო. შეგახსენებთ, რომ WinExpo კავკასიის რეგიონში ერთადერთი გამოფენაა, სადაც წარმოდგენილია ღვინის ინდუსტრიის სრული სპექტრი. 10 წლის ისტორიის მანძილზე, WinExpo დამკვირდრა, როგორც ღვინის წარმოების, დისტრიბუციის თუ რეალიზაციის მიმართულებით მომუშავე პროფესიონალთა და მოყვარულთა შეხვედრის ადგილი.

WinExpo- ეს არის გამოფენა, კონკურსი და ბიზნეს ფორუმი ყველა დაინტერესებული პირისათვის, სადაც შექმნილი კომფორტული და საქმიანი გარემო ხელს უწყობს ბიზნეს ურთიერთობების დამყარებას და პროდუქციის რეალიზაციის ზრდას. ბიზნეს ლაუნჯში წინასწარ იგეგმება შეხვედრები ღვინის მწარმოებლებთან, იმპორტიორებთან, დისტრიბუტორებთან, მსხვილ ბაიერებთან, შესაბამისი დანადგარების და აპარტურის მწარმოებლებთან/იმპორტიორებთან.

WinExpo 2017 ასევე გადმოგეცემათ საქართველოს სომელიეთა ასოციაციისა და Tbilisi Wine School-ის საინფორმაციო ფლაერები.

WinExpo Georgia ’17 – ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-10 საერთაშორისო გამოფენა 3 დღიანი ღონისძიებაა, რომელიც ტარდება 9-11 ივნისს, 2017 წელს.

გამოფენაზე დასწრების ღირებულებაა 10 ლარი, მაგრამ თუ გადახვალთ ბმულზე, შეავსეთ მოცემული სარეგისტრაციო ფორმას, მიიღეთ გამოფენის შესახებ სიახლეებს და ელექტრონული მოსაწვევს, რომლის მეშვეობითაც დაესწრებით გამოფენას 50%–იანი ფასდაკლებით
https://goo.gl/forms/RQZHiFw3JrJnXfSz2

 

ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
+995 32 234 11 00
E-mail: expo@expogeorgia.ge
Web-site: www.expogeorgia.ge