ხეცურიანის სომელიეს სკოლა Khetsuriani Sommelier School-ი და საქართველოს

სომელიეთა ასოციაცია  Georgian Sommelier Association

აცხადებს მიღებას 2020/2021 სასწავლო წლის სომელიეს და ღვინის ბიზნესის კურსზე

 

 

 

კურსის მიზანია სომელიეს პროფესიის განვითარება და კვალიფიციური კადრების მომზადება. კურსზე სწავლა შეუძლია ყველას სომელიეს პროფესიის დაუფლებისა თუ ღვინის ბიზნესის დაწყების მსურველს, ღვინის წარმოების, გაყიდვების, სასტუმრო თუ სარესტორნო ბიზნესში მოღვაწე პროფესიონალებისა თუ ენთუზიასტებისთვის.

 

კურსდამთავრებულებს, რომლებიც საქართველოს სომელიეთა ასოციაციის გამოცდას „GSA 60“ – და საერთაშორისო კვალიფიკაციის WSET Level 2 Award-ის მეორე დონეს წარმატებით აბარებენ, ოფიციალურად ენიჭებათ „სომელიეს“ სტატუსი და შესაბამისი აკრედიტაცია.

 

სომელიეს აკრედიტაცია საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ გაიცემა, რომელიც 2014 წლიდან საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის (A.S.I.) სრულუფლებიანი წევრია.

 

 

 

კურსის მოკლე აღწერა:

 

  • მევენახეობის საფუძვლები:ამპელოგრაფია | ვაზის გენეტიკა | ვაზის კლასიფიკაცია | ვაზის მორფოლოგია | ვაზის დაავადებები/ფიტოსანიტარული კონტროლი | ნიადაგმცოდნეობა | ტერუარი | კლიმატური პირობების გავლენა | მდგრადი მევენახეობა | ვენახის გაშენება | აგროტექნიკა | ყურძნის შემადგენლობა | ბიომევენახეობა | ბიოდინამიკა და სხვა;
  • ენოლოგიის საფუძვლები:ცქრიალა, თეთრი, ვარდისფერი, წითელი, ქვევრის ღვინოები | ბუნებრივი ღვინოები | მშრალი, ნახევრადმშრალი, ნახევრადტკბილი, ტკბილი და სხვა ღვინოები | ღვინის დავარგება | ქვევრი | კასრი | ღვინის ზადები და დაავადებები | ღვინის არომატები | ღვინის შეფასება | დეგუსტაციის წესები;
  • ღვინის ბიზნესი:ვენახის ეკონომიკა და ფინანსები | ღვინის საწარმოს ეკონომიკა | ღვინის საწარმოს მენეჯმენტი | ღვინის ხარისხის კონტროლი | ღვინის მარკეტინგი | არქიტექტურა და ტექნოლოგიური გეგმარება | ღვინის ტურიზმი | გასტრონომიული ტურიზმი;
  • მსოფლიო მეღვინეობა:საფრანგეთი | იტალია | ესპანეთი | პორტუგალია | გერმანია | ავსტრია | შვეიცარია | აშშ | ჩილე | არგენტინა | სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა | ავსტრალია | ახალი ზელანდია და სხვა | ღვინის საერთაშორისო კანონმდებლობა | ჯიშები | მთავარი მწარმოებლები | როგორ წავიკითხოთ ეტიკეტი?
  • საქართველოს მეღვინეობა:ისტორია | რეგიონები | ჯიშები | მწარმოებლები | „მთავარი“ ქართული ღვინოები | ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები | ქართული ტერუარები;
  • სომელიეს ხელოვნება:ღვინის ბარათის შექმნა | დეგუსტაციის ხელოვნება | სასმელების მარაგების მართვა | სომელიეს აქსესუარები | ღვინის ჭიქები | ენო-გასტრონომიული შეხამებები;
  • მსოფლიოს სასმელები:ჭაჭა | კონიაკი | არმანიაკი | ვისკი | ლუდი | ჩაი | ყავა და სხვა.

 

 

სწავლის დასრულების შემდეგ ჩატარდება თეორიული და პრაქტიკული გამოცდა „GSA 60“ სწავლა მიმდინარეობს ქართულ ენაზე.

კურსის დაწყების თარიღი –  09.11.2020

დასრულების თარიღი – 31.04.2021

ლექციები ინტენსივობა კვირაში  4-ჯერ

რეგისტრაციის ბოლო დღე: 9 ოქტომბერი

კურსის ღირებულება: 2300 ევროს ექვივალენტი ლარში

დამატებითი ინფორმაციისთვის და რეგისტრაციისთვის დაუკავშირდით ხეცურიანის სომელიეს სკოლისა და საქართველოს სომელიეთა ასოციაციის სასწავლო კურატორს ნესტან მიქაძეს

 

 

განსაკუთრებული მოთხოვნები: გთხოვთ შეგვატყობინოთ წინასწარ, დამატებით, გამოცდაზე დასასწრებად თუ გესაჭიროებათ რაიმე სახის დახმარება, მაგალითად დისლექსიის შემთხევვაში

 

ნესტან მიქაძე 557908884
nestanmikadze1@gmail.com