[:en]ასოციაციის პროფესიული კურსი “გახდი სომელიე!” დაიწყო

2016 წლის 6 თებერვალს დაიწყო “გახდი სომელიეს” ახალი კურსი. კურსის მხარდაჭერა ხდება “თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის” მიერ. ახორციელებენ “საქართველოს სომელიეთა ასოციაცია” და “თბილისის ღვინის სკოლა” “ქალაქ თბილისის HoReCa სექტორში სომელიეს პროფესიის განვითარების მხარდაჭერის პროგრამას” და ამ მიზნით აგრძელებენ „HoReCA სფეროსთვის პერსონალის სომელიედ/ღვინის მცოდნედ სწავლება-გადამზადების“ კურსისთვის მონაწილეთა შერჩევას.

სწავლება-გადამზადების კურსის ამოცანაა, ქალაქ თბილისის HoReCa სექტორში გაიზარდოს მაღალკვალიფიციური და სერტიფიცირებული სომელიეების რაოდენობა.

კურსის მონაწილეებს, ვინც წარმატებით ჩააბარებს საქართველოს სომელიეთა ასოციაციის თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებს და გადალახავს WSET (Wine & Spirit Education Trust)-ის სტანდარტებით სწავლების მე-3 ან მე-2 დონეს, ოფიციალურად მიენიჭებათ “სომელიე”-ს ან “ასისტენტ სომელიე”-ს სტატუსი, აღიარებული საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ.

პროგრამის მონაწილეთა არჩევა მოხდა თბილისში მდებარე რესტორნების, სასტუმროების, კაფეების, ღვინის მაღაზიების, ღვინის ბარების, ტურისტული ორგანიზაციების წარმომადგენლებიდან, რომელთაც HoReCa-ს სექტორში მუშაობის გამოცდილება აქვთ.

სწავლება-გადამზადების კურსის მონაწილეთა საბოლოო შერჩევას მოახდა საქართველოს სომელიეთა ასოციაციის სპეციალური კომისიის მიერ შესაბამისი კრიტერიუმებისა და პრეტენდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატთან გასაუბრების შედეგების მიხედვით.

კურსდამთავრებული, რომელიც გამოცდების წარმატებით ჩააბარებს გამოცდებს, მიენიჭება ასისტენტ-სომელიეს ოფიციალური სტატუსი და შეძლებს იმუშაოს შესაბამის ობიექტებზე სომელიედ/კავისტად. ბარმენად, მენეჯერად ან სხვა “არაპირდაპირ” პოზიციაზე შეთავსების აუცილებლობის შემთხვევაში საკითხი წინასწარ უნდა შეთანხმდეს საქართველოს სომელიეთა ასოციაციასთან.

მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ, დაუკავშირდეთ: ნინი შაშიაშვილს

ტელ: +995593286528.

ელ.ფოსტა: nini.shashiashvili@gmail.com;

მისამართი: ბამბის რიგის 7

 [:ka]ასოციაციის პროფესიული კურსი “გახდი სომელიე!” დაიწყო

მისამართი: ბამბის რიგის 7[:]