ვისკი – ნატიფი ალქაჯი

პარფიუმერი

ვისკის კლუბის წევრი გიგა ხატიაშვილი წარმოგიდგენთ ვისკის: Speyburn

ამ რუბრიკის პირველ კარს ჩუმად შევაღებდი, რადგან საუბარი საკმაოდ მაგარ და დაუნდობელ სასმელს შეეხება. ეს ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სასმელის სახეობა – ერთალაოიანი შოტლანდიური ვისკია.

ახალბედა მომხმარებლის წარმოსახვაში ვისკი საკმაოდ მძაფრი და უხეში სასმელია.

ამ აზრის გასაბათილებლად ვისკის მდიდარი სამყაროს გაცნობას შოტლანდიის მთაში დავარგებულ და მდინარე სპეის წყალზე დაყენებულ ათწლიან Speyburn-ითშემოგთავაზებდით.

ეს სასმელი სათაურში “ნატიფალქაჯად” მოვიხსენიე… დიახ, ნატიფ და თანაც, – ალქაჯად…

მის სხეულში ალკოჰოლის მოცულობითი წილი ტრადიციულ 40%-სშეადგენს. ამ ვისკის გაცნობას ახალგაზრდა, ნატიფ და ზრდილობიან ქალბატონთან ურთიერთობას შევადარებდი. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ახალგაზრდა ქალბატონს ყვავილოვანი სუნამო და ტუჩსაცხი თუ თვალის ჩრდილი გემოვნებით აქვს გამოყენებული. ამის გამო, შოტლანდიაში მიღებულ წესს თავადვე დავარღვევდი დავისკის “ქალბატონობით” მივმართავდი;
სითხე მსუბუქი, არაბლანტი, გამოკვეთილი ღია ქარვისფერია.

პირველ “ცხვირს” ახალგაზრდა, არამძაფრი, რბილი ციტრუსის, ზუსტად რომ ვთქვა, ფორთოხლის ცედრის სურნელი დაჰკრავს. მეორე “შეხებიდან” ფიჭის, მინდვრის ყვავილებისა და ხილის ნოტებს ამოვიკითხავთ.

გემო: ზომიერი სიტკბო, ალკოჰოლის გადაფარვის გარეშე, ციტრუსის ცედრისა და გულაბი მსხლის არომატით. აღინიშნება სურნელისა და გემოს კომპოზიციური გამეორება. ამ სახეობას განსაკუთრებით უხდება ტიტისებური ან ე.წ. ცხვირის სასმისი. სურნელოვანი კონის ცხვირისაკენ მისამართად არ გამოიყენოთ კლასიკური პრიზმისებური შოტები.

პირადადმე, ამ ვისკის შაბათ-კვირას მთელი დღის განმავლობაში მივირთმევდი 20-30 გრამიანი პორციებით.
წყალს, ეს ჩემი სუბიექტური აზრია, მევისკის სასმისში არ ვამატებ, თუმცა, გამონაკლისიმხოლოდ TALISKER 54-ია.

როგორც უამრავი სხვა ერთალაოიანი ვისკი, SPEYBURN იხდენს“კორონას” ან “პეტიტ-კორონას”ფორმატის სიგარას. გასტრონომია და სპეიბიორნი: გემოვნებაზე არ ვიდავებ, მაგრამ თუ ვისკის რომელიმე კერძს მივატანთ, შოტლანდიური წესისამებრ, ვისკი 2/3-ზეწყალშიუნდაგაზავდეს. ნახევრადტკბილი“Rose”-ს ანალოგიურად, “სპეიბიორნს” ხილის სალათს ან ატმისა თუ ვაშლის შტრუდელს დავურთავდი. თუმცა “სპეიბიორნი” არაჩვეულებრივი აპერიტივი და დაიჯესტივია.

გიგა ხატიაშვილი