საქართველოს სომელიეთა ასოციაცია (Georgian Sommelier Association) 2003 წლიდან არსებობს.  2008 წელს ის საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის (ASI) კანდიდატი წევრი, ხოლო 2014 წლიდან სრულუფლებიანი წევრი გახდა.

საქართველოს სომელიეთა ასოციაცია ანიჭებს 3 სტატუსს:  ასისტენტ სომელიე, სომელიე და შეფ-სომელიე.

შესაბამისი სტატუსის მისაღებად საჭიროა 2 გამოცდის ჩაბარება:

  1. საქართველოს სომელიეთა ასოციაციის გამოცდა GSA Exam;
  2. ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საგანმანათლებლო ორგანიზაციის (Wine and Spirits Education Trust -WSET) გამოცდა.

თითოეულ სტატუსს შეესაბამება აღნიშნული გამოცდების შესაბამისი დონე:

  • ასისტენტ სომელიე: GSA Exam 60 და WSET Level 1 Award in Wines
  • სომელიე: GSA Exam 80 და WSET Level 2 Award in Wines and Spirits
  • შეფ-სომელიე: GSA Exam 95 და WSET 3 Level Award in Wines