ავტორი: sommadmin3

პირველად საქართველოს ისტორიაში, ჩატარდა კონკურსი “საქართველოს საუკეთესო სომელიე 2018”

საქართველოს სომელიეთა ასოციაციისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, „ღვინობის თვის“ ფარგლებში, 20-21 ოქტომბერს, საქართველოში პირველად გაიმართა კონკურსი  „საქართველოს საუკეთესო სომელიე – 2018“. კონკურსში მონაწილეობდნენ ის პროფესიონალი სომელიეები, რომელთაც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ ოფიციალურად აქვთ მინიჭებული სომელიეს ან ასისტენტ სომელიეს სტატუსი. კონკურსს ჰყავდა მაღალკვალიფიციური ჟიური, მათ შორის – უცხოური, ხოლო თავმჯდომარე იყო საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი, “მარანი ხეცურიანი”-ს დამფუძნებელი, ბატონი შალვა ხეცურიანი. 20 ოქტომბერს შედგა ფინალისტების შესარჩევი ტური, რომლის შედეგადაც 10 სომელიედან ფინალში გადავიდა – სამი.  ხოლო ფინალი გაიმართა 21 ოქტომბერს Republic Event Hall-ში, სადაც გამოვლინდა  2018 წლის საქართველოს საუკეთესო სომელიე....

Read More

ქართულ ღვინოზე გადაღებულმა ფილმმა, ჰოლივუდის დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე გაიმარჯვა

ქართულმა ფილმმა „ღვინის ნულოვანი მერიდიანი“ – Prime Meridian of Wine, „ჰოლივუდის დამოუკიდებელი დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე“ – Hollywood International Independent Documentary Awards – ექვს ნომინაციაში გაიმარჯვა. ფილმი, რომლის რეჟისორიც ნანა ჯორჯაძეა, მოგვითხრობს ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და მისი ტრადიციების შესახებ და ღვინის, როგორც კულტურული ფასეულობის როლზე მსოფლიოში. ფილმის დაჯილდოება  24 მარტს ჰოლივუდში გაიმართა. „ღვინის ნულოვანი მერიდიანი“ გამარჯვებული გახდა ნომინაციებში: “საუკეთესო უცხოური ფილმი”, “საუკეთესო პროდიუსერი“ – შალვა ხეცურიანი,  „საუკეთესო სცენარის ავტორი“ – თამარ ბართაია,  „საუკეთესო რეჟისორი“ – ნანა ჯორჯაძე, „საუკეთესო დამდგმელი ოპერატორი“ – მიხეილ კვირიკაძე და „როლის საუკეთესო შემსრულებელი“ – რევაზ ხეცურიანი. ფილმმა „ღვინის ნულოვანი მერიდიანი“, უკვე მოიპოვა რამდენიმე ჯილდო...

Read More

სომელიეს სკოლა