ავტორი: sommadmin3

„იტალიური ღვინის ოსკარის“ დაჯილდოებაში ქართველი სომელიე გოგონაც მონაწილეობდა

„Oscar del Vino 2018” – ამ სახელწოდებით  იტალიური ღვინოების მე-19 დაჯილდოება გაიმართა იტალიის დედაქალაქ რომში, HOTEL ROME CAVALIERI -ში. “ოსკარის“ ორგანიზატორი გახლდათ  FONDAZIONE ITALIANA SOMMELIER. ამ იტალიური ღვინის დღესასწაულში ერთი ახალგაზრდა ქართველი სომელიე გოგონაც მონაწილეობდა – მირანდა დოლაბერიძე, რომელიც ამ პროფესიას სწორედ იტალიაში დაეუფლა და მაქსიმალურად ცდილობს, სამშობლოში დაბრუნებამდე პრაქტიკული გამოცდილებაც მიიღოს. მირანდა დღეს ჩვენი სტუმარია და მასთან ინტერვიუს გთავაზობთ.   -მირანდა, ვიცი, რომ ემოციურად დატვირთული ხარ, შეგიძლია, რომ სიტყვებით გაგვიზიარო შენი ემოცია?  გვიამბო შენი შთაბეჭდილებები? – დიდი სიამოვნებით. წელს მესამედ მქონდა ბედნიერება, რომ დავსწრებოდი იტალიური ღვინის არაჩვეულებრივ „დღესასწაულს“, ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალს. უფრო მეტიც, მე, ერთადერთი ქართველი სომელიე გოგონა,...

Read More

საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ ღვინის შესახებ გადაღებულმა ქართულმა ფილმმა, ჰოლივუდის დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე გაიმარჯვა

ქართულმა ფილმმა „ღვინის ნულოვანი მერიდიანი“ – Prime Meridian of Wine, რომლის რეჟისორიც ნანა ჯორჯაძეა, „ჰოლივუდის დამოუკიდებელი დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე“ – Hollywood International Independent Documentary Awards – ექვს ნომინაციაში გაიმარჯვა. ფილმი მოგვითხრობს ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და მისი ტრადიციების შესახებ და ღვინის, როგორც კულტურული ფასეულობის როლზე მსოფლიოში. ფილმის დაჯილდოება  24 მარტს ჰოლივუდში  გაიმართა. „ღვინის ნულოვანი მერიდიანი“ გამარჯვებული გახდა ნომინაციებში: “საუკეთესო უცხოური ფილმი”, საუკეთესო პროდიუსერი“ – შალვა ხეცურიანი,  „საუკეთესო სცენარის ავტორი“ – თამარ ბართაია,  „საუკეთესო რეჟისორი“ – ნანა ჯორჯაძე, „საუკეთესო დამდგმელი ოპერატორი“ – მიხეილ კვირიკაძე და „როლის საუკეთესო შემსრულებელი“ – რევაზ ხეცურიანი. ფილმმა „ღვინის ნულოვანი მერიდიანი“, უკვე მოიპოვა რამდენიმე ჯილდო...

Read More

სომელიეს სკოლა