ავტორი: Nato Gubeladze

ქართული ვაზის გენეტიკური უნიკალურობა

„ვაზის დნმ–ის შესწავლით დადგინდა, რომ რქაწითელის ხაზი არსად  მსოფლიოში არ გვხვდება“  „დნმ-ის მოლეკულის ოთხი ასოს მონაცვლეობით შეიძლება ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის გენეტიკური ინფორმაციის ჩაწერა“   ვაზის დნმ-ის შესწავლის პრობლემებზე საქართველოს მოლეკულური გენეტიკის ინსტიტუტის თანამშრომლები 2005 წლიდან მუშაობდნენ: ჯერ მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში, 2010 წლიდან – თავისუფალი უნივერსიტეტის, შემდგომ კი – აგრარული უნივერსიტეტის შემადგენლობაში. ვაზის დნმ–ის კვლევაში მონაწილეობდნენ მოლეკულური გენეტიკის ინსტიტუტის დირექტორი თენგიზ ბერიძე, მოლეკულური გენეტიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, მეცნიერებათა დოქტორი ვაჟა ტაბიძე, ასისტენტ-პროფესორი ია ფიფია და ასისტენტ-პროფესორი მაკა გოგნიაშვილი; ასევე, კვლევაში მონაწილეობა მიიღეს სენტ-ლუისის უნივერსიტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის დეკანმა ბარბარა შაალმა და ილინოისის უნივერსიტეტის პროფესორმა ბარბარა ჰერნანდესმა. ვაზი უძველესი დროიდან წარმოადგენს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე...

Read More

ქართული ყარყარა

სასმისის ისტორია მეთვრამეტე საუკუნე, კახეთი, გვიანი შემოდგომა. ბრძოლებით დაღლილი მეფე ერეკლე თელავში, საკუთარ სასახლეში ნადიმობს. სუფრას განთქმული კახური ოქროსფერი ღვინო ამშვენებს. ლხინია, მეფე ლაღობს და თანამეინახენიც გულმხიარულად არიან, საყვარელი მეფის ლაღად ყოფნით. მონადიმეებს თავზე დასცქერიან ხელგოზაურიანი მერიქიფეები, რათა ცარიელი ქაშანურები სასწრაფოდ შეავსონ კახური ოქროთი. ენამზეობს ნოდარ მაჩაბელი და ქართულ სუფრას საოცარ ეშხსა სძენს მისი მახვილსიტყვაობა, რომელიც ხანდახან თვით მეფესაც მისწვდება, კაფიაში გამოსაწვევად. მეფე ხვდება და იღიმება, არაფერს ამბობს. მის გულის კუნჭულში რაღაც იდუმალ კაეშანს დაუდია ბინა. სუფრას ერთი ლამაზად მოვარაყებული ვერცხლის სურა ამკობს… საღამოვდება და კავკასიონიდან არნახული სილამაზე და სისპეტაკე გამოსჭვივის. ნადიმი ჯერ ნახევრამდეც არაა მისული. მეფე გახედავს ალაზნის...

Read More

მექვევრეთა ოჯახი ყვარლიდან

ფოტოისტორიები უნიკალური ფოტოსურათი, რომელზეც მექვევრეთა ოჯახია აღბეჭდილი და რომლის შესახებაც ამჯერად მოგითხროთ, 1914 წელსაა გადაღებული ყვარელში, ახლანდელა ხალსოფელში. მასზე აღბეჭდილია კურტანიძეების ოჯახი. კონკრეტულად კი – ისაკ კურტანიძისა, რომელსაც ახლობლები ისაკოს ეძახდნენ. ისაკო ფოტოზე მარჯვნიდან მეორე დგას (აცვია ტრადიციული ქართველი გლეხკაცი ხელოსნის საგარეო ტანისამოსი). მისი სახელი, მისსავე ზურგსუკან, დაახლოებით 3000 ლიტრის მოცულობის ქვევრზე მიუწერიათ ნახშირით. მარჯვნივ დგას ვანო კურტანიძე, მის შემდეგ დგას ისაკო, ხოლო ისაკოს გვერდით – დიასახლისი ანა, რომელსაც ხელში პატარა ანტონი უჭირავს. მარჯვნიდან მეოთხე კი გიორგი კურტანიძეა. თავად ფოტოს თარიღზე, ქვევრზე თეთრად მიწერილი წელი მეტყველებს. რომ არა ეს მინაწერი, ჩვენთვის უცნობი იქნებოდა სურათის გადაღების ზუსტი თარიღი… კურტანიძეების გვარი...

Read More

ყურძნის ბაზრობა ქუთაისში – XIX საუკუნის მეორე ნახევარი

ფოტოისტორიები ეს ფოტო მე-19  საუკუნის მეორე ნახევარში, ქუთაისშია გადაღებული და ნათლად მიანიშნებს იმაზე, რომ ყურძნის ბაზრობის საკითხს ძველი დროიდანვე დიდი ყურადღება ექცეოდა საქართველოში. ფოტოსურათზე აღბეჭდილნი არიან ქუთაისის შემოგარენიდან და მახლობელი სოფლებიდან ჩამოსული გლეხები, რომლებსაც ყურძენი სპეციალურად მოწნული გოდრებით აქვთ ჩამოტანილი გასაყიდად. მართალია, ფოტოსურათზე ბაზრობის მხოლოდ ერთი ნაწილი ჩანს, მაგრამ არსებობს ამავე პერიოდის სხვა ფოტომასალაც, რომელიც უტყუარად ადასტურებს,  რომ ქუთაისში ყურძნის ბაზრობას გრანდიოზული მასშტაბები ჰქონია. ისტორიულ ფოტოზე აღბეჭდილი ხალხის ჩაცმულობიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სურათის გადაღების პერიოდი გვიანი შემოდგომაა და ეს არცაა გასაკვირი, რადგან დასავლეთ საქართველოს არაერთი ვაზის ჯიში სწორედ სიმწიფის გვიანი პერიოდით ხასიათდება, რომლებიც, შესაბამისად,  გვიან შემოდგომაზე იკრიფება. გიორგი...

Read More

გურჯაანის მარანი

ფოტოისტორიები ფოტოს, რომელსაც  წარმოგიდგენთ, პირობითად “გურჯაანის მარანი” დავარქვით. მასზე მარნის მშენებლობის პროცესია ასახული და 1934 წელსაა გადაღებული კახეთში, გურჯაანში. ფოტოსურათი ისტორიული და ამავდროულად, უნიკალურია. ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც ქვევრები ქარხნულ მიმართულებაში ჯერ ბუტებმა, ხოლო შემდგომ ლითონის ცისტერნებმა ჩაანაცვლა. ისიც უნდა ითქვას, რომ ქვევრ-მარნები საქართველოში, სურათზე აღბეჭდილი პერიოდის შემდეგაც შენდებოდა, მაგრამ ეს უფრო  – ოჯახურ პირობებში.  ღვინის ქვევრში დაყენება, მართალია, ბოლო პერიოდში შესუსტებული იყო, მაგრამ არასოდეს შეწყვეტილა ჩვენი ისტორიის პერიოდში! ფოტოზე დაფიქსირებულ მშენებარე მარანში ქვევრები 8 მწკრივადაა ჩალაგებული და მათი საერთო რიცხვი დაახლოებით 120-მდეა. ფოტოსურათის კომპიუტერული შესწავლის შემდეგ ირკვევა, რომ ქვევრები ახლები არაა, ისინი ნახმარია და სავარაუდოდ, სხვადასხვა ადგილებიდანაა...

Read More

სომელიეს სკოლა