ავტორი: Nato Gubeladze

“საქპატენტი” და სოფლის მეუნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვისა და განვითარებისთვის ერთად იზრუნებენ

მზადდება ოთხი ახალი გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაცია – “ახალქალაქის კარტოფილი”, “ქუთაისის მწვანილი”, “ტყიბულის ჩაი”, “მაჭახელას თაფლი” სოფლის მეურნეობის პროდუქციის – ქართული ადგილწარმოშობის დასახელებების და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი “საქპატენტი” და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ერთობლივ ღონისძიებებს გეგმავენ. გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა წარმოადგენს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს. აგრეთვე, მიჩნეულია საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებად. ამჟამად საქართველოში წარმოებული პროდუქციიდან 30-ზე მეტი (ღვინო, მინერალური წყალი, ყველი და სხვ.) რეგისტრირებულია როგორც გეოგრაფიული აღნიშვნა, რომლის დიდი ნაწილი ქართული ექსპორტის საგანს წარმოადგენს. 2014 წელს ევროკავშირის პროგრამის ENPAღD-ის ფარგლებში...

Read More

გიორგი სამანიშვილი: “ჩვენი მთავარი გამოწვევაა, რომ საქართველოში ღვინის კულტურა დავაბრუნოთ!”

“დღეს ქვევრის ღვინო არის ქართული ღვინის ემბლემა და შეგვიძლია, მთელ მსოფლიოში ვისაუბროთ და ვიამაყოთ ამით!” ღვინის ეროვნულ სააგენტოს 2015 წლიდან ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ამ პოსტზე ლევან დავითაშვილი გიორგი სამანიშვილმა შეცვალა. ბატონი ლევანი კი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი მევენახეობა–მეღვინეობის დარგის წარმომადგენელთათვის უცნობი კადრი არ არის. 38 წლის გიორგი სამანიშვილს ძალიან საინტერესო და საამაყო, წარმატებული მეღვინის წარსული აქვს: დაწყებული საქართველოს აგრარული უნივერსიტეტიდან, გაგრძელებული საფრანგეთში, ბურგუნდიისა და ბორდოს უნივერსიტეტების მაგისტრის ხარისხით, ელზასური და პროვანსული ღვინოების დამზადების ტექნოლოგიის შესწავლით და დამთავრებული ქართული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანით. ბიოგრაფიული პროლოგი – მეღვინის ოჯახიდან არ ვარ, თუმცა ჩემს...

Read More

ქეთი ჯურხაძე წარმოგიდგენთ კომპანია “ჭანდრების” ღვინოს – “ოროველა”

ქეთი ჯურხაძე – ღვინის სკოლა-სტუდიის – “კაბისტონი” – დირექტორი ღვინის კომპანია “ჭანდრები” დაარსდა 2001 წელს, მათი ვენახები მდებარეობს მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპიროზე, სოფელ იყალთოში. ეს არის ერთ-ერთი ულამაზესი რეგიონი კახეთის მხარეში. ვენახს ჩრდილოეთით ესაზღვრება კავკასიონის მთები, ხოლო სამხრეთით – ცივგომბორის ქედი. გაშენებულია ზღვის დონიდან 520 მ-ზე, ხოლო ვენახის რელიეფი ტერასულია. მიკროკლიმატი ხასიათდება ცხელი ზაფხულითა და ზომიერი ზამთრით. საერთო ფართობი 40 ჰექტარია, საიდანაც 35 ჰექტარი საფერავია, ხოლო 5 ჰექტარი – მწვანე. ღვინო “ოროველა”. საფერავი 2005. ფერი – გამოირჩევა მუქი ბროწეულის ფერით, მდიდარი შავი თუთის, მოცხარისა და ალუბლის ტონებით. გემო – ხასიათდება ხავერდოვანი, დახვეწილი ტანინებით, დაბალანსებული, ხანგრძლივი დაბოლოებით და მუხის რბილი,...

Read More

საქპატენტმა მიტარბი, სქური, უწერა, ბოლნისი და ზვარე დაარეგისტრირა

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა 5 ახალი ადგილწარმოშობის დასახელება დაარეგისტრირა. ამიერიდან ნატურალური მინერალური წყლები _ მიტარბი, სქური, უწერა, ბოლნისი და ზვარე დაცული იქნება გაყალბებისგან. ამ დასახელებების გამოყენების უფლების მოსაპოვებლად მეწარმეები უნდა დარეგისტრირდნენ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში. მას შემდეგ, რაც ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, ქართველ მეწარმეებს მიეცემათ შესაძლებლობა, ევროკავშირის ბაზარზე მოახდინონ ქართული პროდუქციის ექსპორტი, ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნებით დაცული პროდუქცია გაცილებით კონკურენტუნარიანი გახდება. მომხმარებელს ამგვარი დასახელებებით მონიშნული პროდუქტი მიუთითებს მის მაღალ ხარისხსა და განსაკუთრებულ თვისებებზე, რაც ხელს შეუწყობს ქართულ პროდუქციას, ევროკავშირის ბაზარზე დაიკავოს ხარისხიანი და ძვირადღირებული პროდუქტის...

Read More

“ქაფიანი ღვინოს” პირველი დღე

ბენედიქტის მონასტრის ოტვილიერის სააბატოს ისტორიის მანძილზე, რომელიც საფრანგეთის პროვინცია შამპანში მდებარეობს, მხოლოდ ერთხელ არ აღსრულდა ცისკრის ლოცვა. ეს მოხდა ადრეული შემოდგომის დილას, 1668 წელს, როცა მონასტრის მევენახე პიერ პერინიონმა აბატს გასასინჯად მის მიერ მომზადებული სასმელი მიართვა. მღვდელმა ერთი ბოკალი სასმელი დალია, მეორეც, მესამეც… იმ დღეს იგი თავისი სულიერი ძმების წინაშე არ წარმდგარა. ქაფიანმა ღვინომ პოპულარობა სწრაფად მოიხვეჭა. იმის გამო, რომ მისი საიდუმლოს ამოცნობას დიდი ხნის მანძილზე ვერავინ ახერხებდა, თავიდან შამპანური| პროვინციის ცნობილ ღვინოებთან შედარებით, ძვირი ღირდა. დროთა განმავლობაში პიერ პერინიონის საიდუმლო ამოიხსნა, ხოლო შამპანის დედაქალაქი რეიმსი ახალი, ყველასგან განსხვავებული ღვინის – შამპანურის წარმოების ცენტრად იქცა. ყველაზე დიდი წარმატება წილად...

Read More

სომელიეს სკოლა