თვე: მარტი 2016

ჯიღაურაში ვაზის სხვლა-ფორმირების პრინციპებზე მასტერკლასი ჩატარდა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მრავალწლოვანი კულტურების კვლევისა და სარგავი მასალების წარმოების ჯიღაურას ექსპერიმენტალურ ბაზაზე ტრენინგი  „ვაზის სხვლა-ფორმირების პრინციპები” ჩატარდა. ტრენინგს უძღვებოდნენ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი პროფესორი ლევან უჯმაჯურიძე და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი ნოდარ ჩხარტიშვილი. ღონისძიებას დაესწრო სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე. ტრენინგი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ექსტენციის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტებისათვის, ფერმერებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის მევენახეობის აგროწესების თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გადაცემას. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ვაზის გასხვლა-ფორმირების პრინციპების თეორიულ ასპექტებს, ხოლო პრაქტიკულ ნაწილში კი მონაწილეობა მიიღეს გასხვლის პროცესში. ტრენინგის ბოლოს მსმენელებს შესაძლებლობა ჰქონდათ, კითხვა-პასუხის რეჟიმში ცენტრის სპეციალისტებისგან მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის...

Read More

სტუმრად იაგოს მარანში

2015 წლის “იაგოს ჩინური”-ს პირველი ქვევრი “თბილისის ღვინის სკოლელებმა” დააჭაშნიკეს იაგოს მარნის 2015 წლის მოსავლის პირველი ქვევრის დაჭაშნიკების პატივი „თბილისის ღვინის სკოლის“ სტუდენტებს ხვდათ წილად. ცნობილმა ქართველმა ნატურალისტმა მეღვინემ, სოფელ ჩარდახში, საკუთარ მარანში ჯერ მასტერკლასი ჩაუტარა  მეღვინეობით დაინტერესებულ სტუმრებს, ხოლო შემდეგ 3 ტონიან ქვევრს ყველას თვალწინ მოხადა სარქველი და 2015 წლის „იაგოს ჩინური“ მათთან ერთად დააგემოვნა. „დაახლოებით 10 წლის წინ არათუ რაიმე სკოლა, ის ადამიანებიც კი ძალიან ცოტანი იყვნენ, ვისთვისაც შეგეძლო, რაიმე გეკითხა ამ სფეროში. მიხარია, რომ დღეს ასეთი ინტერესია მეღვინეობის მიმართ საქართველოში, უკვე არის რამდენიმე  სკოლა, არიან ადამიანები, ვინც ატარებენ სალექციო კურსებს, უფრო მეტი და მეტი მსურველი იღებს...

Read More

ჩინეთში ღვინის გამოფენაზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ლუჭოუში 19-21 მარტს გამართულ ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე „Tenth China International Wine Fair (CIADE 2016)“ საქართველო საპატიო სტუმრის სახელით მონაწილეობდა.  გამოფენა გახსნა და შემდგომ ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებს ქართულ სტენდთან უმასპინძლა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა. გამოფენის ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია, რომელსაც უძღვებოდნენ სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი გიორგი სიხარულიძე და ჩინეთის ერთ-ერთი წამყვანი სომელიე ქსიუ რენქინგი (Xu renqing). სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ქართული კომპანიების ღვინოები: „მეღვინეობა ხარება“, „ბაგრატიონი 1882“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „თელიანი ველი“, „შატო მუხრანი“, „თელედა“, GWS და „ბოლერო“. სიჩუანის პროვინციის ქალაქ ლუჭოუში...

Read More

წელს ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე „Prowein Dusseldorf " 15 ქართული კომპანია მონაწილეობდა

13-15 მარტს გერმანიაში, ქალაქ დიუსელდორფში საერთაშორისო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამოფენა „Prowein Dusseldorf  2016“ გაიმართა, სადაც მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის 6000 კომპანიის ღვინოები იყო წარმოდგენილი, დაახლოებით 52000 დამთვალიერებელი და 1000 ჟურნალისტი მონაწილეობდა მთელი მსოფლიოდან. Prowein Dusseldorf ითვლება ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საუკეთესო ექსპერტების შეხვედრის ადგილად მსოფლიოში.ის მასშტაბური და პრესტიჟული გამოფენაა და წლის მთავარი მოვლენაა ღვინის მწარმოებლებისთვის, რადგან მათ საშუალება ეძლევათ, დაამყარონ ახალი კონტაქტები და მოიძიონ იმპორტიორები, გაეცნონ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მომსახურებებს. გამოფენის გახსნას საქართველოს ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ბატონი  ლადო ჭანტურია დაესწრო . გარდა იმისა, რომ გამოფენაზე მოწყობილი იყო სხვადასხვა ფორმატის  სადეგუსტაციო სივრცეები, ასევე – იმართებოდა მასტერკლასები, პრეზენტაციები, კულინარული შოუები,...

Read More

სომელიე თემო ბენიძე წარმოგიდგენთ “შატო მუხრანის” ღვინოს – “შავკაპიტო”

“შატო მუხრანის” ღვინო – “შავკაპიტო” ტიპი: მშრალი წითელი მოსავლის წელი: 2012 მოცულობა: 750 მლ მიირთვით: 13°C – 14°C ალკოჰოლი: 12.5% მუქ ლალისფერ და მოხდენილ კაბაში გამოწყობილი ეს საოცარი ღვინო, რომელიც დამზადებულია შიდა ქართლის რეგიონში მოყვანილი ავტოქტონური ყურძნის ამავე სახელწოდების ჯიშისგან, ხასიათდება კენკროვანი ხილის მდიდარი არომატით, სადაც ჭარბობს მწიფე ალიბუხრის, ქლიავისა და  ალუბლის ნაცნობი სურნელი. დაკვირვებული ადამიანი  მასში აღმოსავლური სანელებლების ეგზოტიკურ არომატსაც შეამჩნევს, რითაც ნიჭიერი კაცის მიერ ესოდენი სიყვარულით შექმნილი ეს ღვინო, კიდევ უფრო მრავალფეროვან სიმფონიად “ისმინება”. სურნელოვანი პილპილის თბილი და მიხაკ/დარიჩინის რომანტიული, თავბრუდამხვევი ჰარმონია ამ ელეგანტურ ღვინოს ბარაქიანი შემოდგომის გვირგვინს ადგამს. სრულსხეულიანი და ჰარმონიული, დაბალანსებული ეს ღვინო, საკმაოდ მწიფე ტანინების სასიამოვნო...

Read More

სომელიეს სკოლა