თვე: მარტი 2016

ქვევრის ღვინო

საქართველოში ქვევრში ღვინის დაყენება 8 ათასი წლის წინ დაიწყეს და ამ ტრადიციას დღემდე ინარჩუნებენ. ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობაზე მიუთითებს და გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ღვინო უძველესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია. ეს აღიარება მნიშვნელოვანია ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლებისთვის და ხელს შეუწყობს ქართული ღვინის მსოფლიო პოპულარიზაციას. ქვევრი ღვინის დასაყენებელი და შესანახი უნიკალური თიხის ჭურჭელია. საქართველოში აღმოჩენილი ქვევრის ტიპის უძველესი ჭურჭელი განეკუთვნება ძვ. წ. VI-V ათასწლეულებს. დღეს არსებული ქართული ქვევრის ფორმა ძვ. წ. III-II ათასწლეულში ჩამოყალიბდა. ამ პერიოდამდე, ძირითადად, პატარა ქვევრები იყო გავრცელებული, რომლებიც სიმაღლეში 1-1,5...

Read More

ქართული ყველის მრავალსახეობა

ანა მიქაძე-ჩიკვაიძე: “ყველი უხდება და სჭირდება ყველაფერს, მსხალსაც კი!..” იყო დრო, ქართველი კაცისთვის რომ გეკითხათ, ყველის რა სახეობები არსებობს საქართველოშიო, მხოლოდ იმერულს, გუდასა და სულგუნს თუ დაგისახელებდათ. უმრავლესობამ დღემდე არ იცის, რომ ჩვენს ქვეყანას რძის პროდუქტების, მათ შორის – ყველის წარმოების მრავალფეროვანი და დიდი კულტურა ჰქონდა. ბუნებრივია, ძნელია იმის დადგენა, საქართველოში პირველად ვინ და როდის ამოიყვანა ყველი, თუმცა, ფაქტია, რომ საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა კუთხეებში წარმოებული ყველის სახეობები: ქართული ობიანი ყველი, დამბალხაჭო, ჩლეჩილი, კალტი, ტენილი, მოთალი,შორა, მწვანეყველი, დათხურ-ხავიწი, ბოყრინი ხაჭო და მრავალი სხვა დავიწყებას მიეცა. ასევე მივიწყებულია ყველის შენახვის უნიკალური მეთოდებიც. ამ დარგის მხოლოდ ვიწრო სპეციალისტებმა თუ იციან ისტორიული წყაროებიდან, რომ...

Read More

ქართული ვაზის გენეტიკური უნიკალურობა

„ვაზის დნმ–ის შესწავლით დადგინდა, რომ რქაწითელის ხაზი არსად  მსოფლიოში არ გვხვდება“  „დნმ-ის მოლეკულის ოთხი ასოს მონაცვლეობით შეიძლება ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის გენეტიკური ინფორმაციის ჩაწერა“   ვაზის დნმ-ის შესწავლის პრობლემებზე საქართველოს მოლეკულური გენეტიკის ინსტიტუტის თანამშრომლები 2005 წლიდან მუშაობდნენ: ჯერ მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში, 2010 წლიდან – თავისუფალი უნივერსიტეტის, შემდგომ კი – აგრარული უნივერსიტეტის შემადგენლობაში. ვაზის დნმ–ის კვლევაში მონაწილეობდნენ მოლეკულური გენეტიკის ინსტიტუტის დირექტორი თენგიზ ბერიძე, მოლეკულური გენეტიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, მეცნიერებათა დოქტორი ვაჟა ტაბიძე, ასისტენტ-პროფესორი ია ფიფია და ასისტენტ-პროფესორი მაკა გოგნიაშვილი; ასევე, კვლევაში მონაწილეობა მიიღეს სენტ-ლუისის უნივერსიტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის დეკანმა ბარბარა შაალმა და ილინოისის უნივერსიტეტის პროფესორმა ბარბარა ჰერნანდესმა. ვაზი უძველესი დროიდან წარმოადგენს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე...

Read More

ქართული ყარყარა

სასმისის ისტორია მეთვრამეტე საუკუნე, კახეთი, გვიანი შემოდგომა. ბრძოლებით დაღლილი მეფე ერეკლე თელავში, საკუთარ სასახლეში ნადიმობს. სუფრას განთქმული კახური ოქროსფერი ღვინო ამშვენებს. ლხინია, მეფე ლაღობს და თანამეინახენიც გულმხიარულად არიან, საყვარელი მეფის ლაღად ყოფნით. მონადიმეებს თავზე დასცქერიან ხელგოზაურიანი მერიქიფეები, რათა ცარიელი ქაშანურები სასწრაფოდ შეავსონ კახური ოქროთი. ენამზეობს ნოდარ მაჩაბელი და ქართულ სუფრას საოცარ ეშხსა სძენს მისი მახვილსიტყვაობა, რომელიც ხანდახან თვით მეფესაც მისწვდება, კაფიაში გამოსაწვევად. მეფე ხვდება და იღიმება, არაფერს ამბობს. მის გულის კუნჭულში რაღაც იდუმალ კაეშანს დაუდია ბინა. სუფრას ერთი ლამაზად მოვარაყებული ვერცხლის სურა ამკობს… საღამოვდება და კავკასიონიდან არნახული სილამაზე და სისპეტაკე გამოსჭვივის. ნადიმი ჯერ ნახევრამდეც არაა მისული. მეფე გახედავს ალაზნის...

Read More

მექვევრეთა ოჯახი ყვარლიდან

ფოტოისტორიები უნიკალური ფოტოსურათი, რომელზეც მექვევრეთა ოჯახია აღბეჭდილი და რომლის შესახებაც ამჯერად მოგითხროთ, 1914 წელსაა გადაღებული ყვარელში, ახლანდელა ხალსოფელში. მასზე აღბეჭდილია კურტანიძეების ოჯახი. კონკრეტულად კი – ისაკ კურტანიძისა, რომელსაც ახლობლები ისაკოს ეძახდნენ. ისაკო ფოტოზე მარჯვნიდან მეორე დგას (აცვია ტრადიციული ქართველი გლეხკაცი ხელოსნის საგარეო ტანისამოსი). მისი სახელი, მისსავე ზურგსუკან, დაახლოებით 3000 ლიტრის მოცულობის ქვევრზე მიუწერიათ ნახშირით. მარჯვნივ დგას ვანო კურტანიძე, მის შემდეგ დგას ისაკო, ხოლო ისაკოს გვერდით – დიასახლისი ანა, რომელსაც ხელში პატარა ანტონი უჭირავს. მარჯვნიდან მეოთხე კი გიორგი კურტანიძეა. თავად ფოტოს თარიღზე, ქვევრზე თეთრად მიწერილი წელი მეტყველებს. რომ არა ეს მინაწერი, ჩვენთვის უცნობი იქნებოდა სურათის გადაღების ზუსტი თარიღი… კურტანიძეების გვარი...

Read More

სომელიეს სკოლა